ახმეტის გამგებელი ოპოზიციის მხარდამჭერებს გატაცებით ემუქრება
25.03.2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინებაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი 25 მარტს ახმეტის რაიონში ჩავიდა, სადაც იმ ადამიანებს შეხვდა, ვისაც ახმეტის გამგებელი დაემუქრა.
„ოპოზიციის მხარდამჭერებმა ჩვენს წარმომადგენელს განუცხადეს, რომ ახმეტის გამგებელმა მათ მოსთხოვათ - ან ხელისუფლების მხარეზე გადავიდნენ ან არც ერთი პარტიის სასარგებლოდ არ იმუშაონ. გამგებელმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი მიიღო, რის შემდეგაც ის ოპოზიციის მხარდამჭერებს გატაცებით დაემუქრა. ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის ოჯახს რამდენიმე დღის წინ წინ შემწეობა შეუწყვიტეს, ხოლო მეორე აქტივისტის ოჯახის წევრს, რომელიც სკოლაში პედაგოგად მუშაობს, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ“, - აღნიშნეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.
„ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრას შეეცადა მისი პოზიციის მოსასმენად, მაგრამ ახმეტის გამგებელმა ამ საკითხზე შეხვედრა არ ისურვა და თანამშრომლებს ორგანიზაციის წარმომადგენლის გამგეობის შენობიდან გაძევება დაავალა. ამასთან, ახმეტის გამგეობაში არც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წერილი დაიტოვეს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ“, - ნათქვამია უფლებადაცვითი ორგანიზაციის განცხადებაში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

