კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ბავშვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

22 აპრილი, 2010
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ბავშვს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 15 წლის ბ.ე-შვილი ციხეში 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

გურჯაანის რაიონული პროკურატურა, მე-10 კლასის მოსწავლეს, მეზობლად მცხოვრები მამაკაცის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. სამართალდამცავებმა ბავშვი 2009 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2009 წლის 15 ნოემბერს, ნ. ა-შვილი ბ. ე-შვილის ძაღლს მანქანით დაეჯახა და მოკლა, რის გამოც ბ. ე-შვილმა შურისძიების მოტივით ნ. ა-შვილის სიცოცხლის მოსპობა განიზრახა. იმავე ღამეს აიღო პაპამისის სანადირო თოფი და აივანზე გამოსულ ნ. ა-შვილს ესროლა. იგი დაიჭრა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

მოზარდის დაპატიმრების შემდეგ მისმა მშობლებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში  წერილი იპოვეს. წერილში ანონიმი ავტორი აღნიშნავს, რომ დაინახა  სინამდვილეში ნ. ა-შვილს თოფი ვინ ესროლა და კონკრეტულ პირს ასახელებს. მოზარდის მშობლებმა აღნიშნული წერილი პოლიციაში წარადგინეს და გამოძიებას დამატებითი ჩვენებები მისცეს. ისინი წერილში მოცემულ ინფორმაციას დაეთანხმნენ და განმარტეს, თუ რატომ ესროლა თოფი წერილში დასახელებულ პირმა ნ. ა-შვილს. 2 მარტს ბრალდებული მოზარდის მშობლებს საცხოვრებელი სახლი გადაუწვეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მოზარდი დანაშაულს არ აღიარებს და გამართლებას ითხოვს. ბავშვს სკოლის პედაგოგები დადებითად  ახასიათებენ და მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას კატეგორიულად გამორიცხავენ.

სასამართლო პროცესის მონიტორინგს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ. მონიტორინგის განხორციელების დაწყებამდე უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის საქმის მასალები შეისწავლეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის კოორდინატორის გელა მთივლიშვილის ცნობით, სს საქმეში არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ არის, რაც არასრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები