კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი - კავკასიაში მაღალგამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის

23 აპრილი, 2010
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კავკასიაში მაღალგამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. ამის შესახებ მან სააგენტო Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის შეფასებით, რუსეთი რეგიონში არასტაბილურობას ქმნის, რომლითაც კონტრაბანდისტები სარგებლობენ. თუმცა, მან ურანის წყარო არ დაასახელა. პრეზიდენტმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რეგიონის უსაფრთხოების სფეროში „შავ ხვრელებად“ იქცა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთმა ამ ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, ამ რეგიონებში ატომური იარაღის გავრცელების კონტროლზეც უნდა აგოს პასუხი. მისი აზრით, მაღალგამდიდრებულ ურანთან დაკავშირებული ინციდენტები საქართველოს საფრთხეს უქმნიან.

სააკაშვილს ასევე მიაჩნია, რომ რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენის იმედი არ დაუკარგავს და საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკურ თამაშებს აწარმოებს.

საქართველოს გავლით მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა. თუმცა, მაშინ მან არ დააზუსტა, საიდან შედიოდა ურანი რეგიონში. პრეზიდენტის ინფორმაციით, კონტრაბანდისტების ნეიტრალიზაციის ბოლო სპეცოპერაცია მარტში ჩატარდა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები