კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებმა კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და სხვა პირები დააკავეს

26 აპრილი, 2010

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე კახი გემაზაშვილი, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი კოტე მახათელაშვილი და მათთან ერთად სხვა პირები დააკავეს.

ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება შს კახეთის სამხარეო სამმართველოში დაადასტურეს, მაგრამ დაკავების მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს. ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავეს შსს-ში და საქართველოს პროკურატურაში.

კახი გემაზაშვილი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პეტრე ცისკარიშვილის გუბერნატორობის პერიოდში მუშაობდა. ამავე დროს ხელმძღვანელობდა კოტე მახათელაშვილიც  პრივატიზაციის სამმართველოს. მას შემდეგ მახათელაშვილი სავაჭრო პალატის წარმომადგენელი იყო რეგიონში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გემაზაშვილი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თელავში კენჭისყრას გეგმავდა, თავდაპირველად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიიდან, თუმცა მოგვიანებით ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის პარტიულ სიაში შეიყვანა და რამდენიმე დღეში დააკავეს კიდეც.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილიც დააკავეს, რომელიც ცისკარიშვილის გუბერნატორობის დროს თელავის რაიონის გამგებელი იყო. ამ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა ბენდელიანი კატეგორიულად უარყოფს.

„მამაცაშვილი არავის დაუკავებია. მე მას 10 წუთის წინ ტელეფონით ვესაუბრე“, - აღნიშნა ბენდელიანმა.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“

ახალი ამბები