კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა ხატისკაცი: „ყველაზე შემაშფოთებელი ამომრჩევლებსა და ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტებია“

11 მაისი, 2010
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების დირექტორის ნანა ხატისკაცის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ყველაზე შემაშფოთებელი ამომრჩევლებსა და ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტებია. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები, უფრო ხშირად რეგიონებში ხდება.

„კერძოდ, ასეთია: ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების იძულება, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე, საჯარო მოხელეების დავალდებულება მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებებს დაესწრონ, ოპოზიციური პარტიებისთვის საარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებაში ხელის შეშლა და სხვა მსგავსი ფაქტები. მაგალითად, ყვარლის რაიონის გამგებლისა და პოლიციის უფროსის მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურები მოხსნეს ახალსოფლისა და მთისძირის საკრებულოს წევრობის „ეროვნული საბჭოს“ კანდიდატებმა. „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, შოთა ქავთარაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და სოფელ დუისის რწმუნებულმა მოსთხოვეს, უარი ეთქვა პოლიტიკურ საქმიანობაზე და დაეტოვებინა „ნოღაიდელის პარტია“. ისინი ქავთარაშვილთან სახლში მივიდნენ და 30 წუთის განმავლობაში ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ქავთარაშვილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ჩვენს ანგარიშში ბევრი ასეთი ფაქტი მოხვდა“, - აღნიშნავს ხატისკაცი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. ანგარიში 2010 წლის 15 მარტიდან 5 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების ხისტ, ფინანსურ, მატერიალურ - ტექნიკურ და ადამიანურ სახეობებზე ამახვილებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები