კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სახელმწიფო დროშაზე საარჩევნო უბნის ნომრები დააწერეს

28 მაისი, 2010
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი ახალი ტენდენცია შეინიშნება. საუბნო-საარჩევნო კომისიის აბრებზე ნომრები საქართველოს სახელმწიფო ეროვნული დროშის ფონზეა გამოსახული. როგორც იურისტები აცხადებენ, ეს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევაა. როგორც #60 ოზურგეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენეიშვილი აცხადებს, დამზადებული აბრები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოაგზავნეს, ოლქმა კი უბნის კომისიის თავმჯდომარეებს გადასცა.

„საუბნო–საარჩევნო კომისიის ადგილსამყოფელი შენობის გარეფასადზე, სახელმწიფო დროშის გამოსახულების მქონე აბრაზე გაკეთებული წარწერა, კონკრეტული საარჩევნო უბნის სრული დასახელების აღნიშვნით, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევას, რაც იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, მუხ. 5.3)“, – გვითხრა იურისტმა ირაკლი პაპავამ.

პაპავას თქმით, ორგანულ კანონში ამ ჩანაწერის არსებობის მიუხედავად, სამწუხაროდ, კანონით დღემდე არაა გათვალისწინებული არანაირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სახელმწიფო დროშის „დადგენილი წესის“ დარღვევით გამოყენებისათვის.

„საერთოდ, ძალიან მომგებიანია კონკრეტულ ფერთან რომელიმე კომპანიის ან პროდუქტის ასოცირება. ასე, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, სახელისუფლებო გუნდმა, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თეთრ-წითელ ფერსა და საქართველოს სახელმწიფო დროშას გაუკეთა „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირება. შესაბამისად, როცა საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების მქონე აბრაზე კონკრეტული საარჩევნო უბნის სრული დასახელების აღმნიშვნელი წარწერაა გაკეთებული, საზოგადოების ხილვადობის არეში, სახელმწიფო დროშის ფონი ამომრჩევლებში, ძალაუნებურად, ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება. ყოველივე ეს კი, შეიძლება, თამამად ითქვას, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. ეს კი ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია“, – გვითხრა პაპავამ.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები