კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით უკვე ხუთი საჩივარი აქვს შედგენილი

30 მაისი, 2010
 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებს მოცემული დროისთვის საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ხუთი საჩივარი აქვთ შედგენილი. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს, ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფიქსირდება: "საიას" დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ განსაკუთრებულ შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით; პრობლემები იყო მობილური ტელეფონების შეტანასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, დამკვირვებლები დაგვიანებით შეუშვეს მე-7 ოლქის 46-ე უბანზე, მე-4 ოლქის 35-ე უბანზე, მე-10 ოლქის მე-17 უბანზე, მე-4 ოლქის 39-ე უბანზე. "კომისიამ მობილური ტელეფონების უბნის გარეთ დატოვება მოითხოვა მე-3 ოლქის 90-ე უბანზე, მე-6 ოლქის 123 უბანზე. არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ჩარევის შედეგად პრობლემები მოგვიანებით აღმოიფხვრა" – აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, გამოვლენილია დარღვევები უბნის მოწყობასთან და კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე ჩასატარებელ პროცედურებთან მიმართებაში. კერძოდ, ბევრ უბანზე მიღებული საარჩევნო ბიულეტენები საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლებია. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა კერძოდ, მე-8 ოლქის 49-ე უბანზე, მე-9 ოლქის 47-ე უბანზე, I ოლქის მე-2 უბანზე, 59-ე ოლქის 105-ე უბანზე, მე-9 ოლქის 48-ე უბანზე, I ოლქის მე-4 უბანზე; მე-3 ოლქის 30-ე უბანზე; მე-4 ოლქის 24-ე და 25-ე უბნებზე, მე-9 ქლის 47-ე უბანზე, მე-3 ოლქის 90-ე უბანზე,  მე-9 ოლქის 44-ე უბანზე, მე-9 ოლქის 49-ე უბანზე, 58-ე ოლქის 80-ე უბანზე, 79-ე ოლქის 80-ე უბანზე. ამასთან, ბიულეტენების მიღებული პაკეტის ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო I ოქლის 42-ე უბანზე; ბიულეტენების რაოდენობა არ გამოცხადდა საჯაროდ მე-3 ოლქის 11-ე უბანზე; 59-ე ოლქის 77-ე უბანზე რეგისტრატორების ბეჭდების რაოდენობა დადგენილ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა; მარკირების აპარატი მწყობრიდან გამოვიდა 59-ე ოქლის 96-ე, 10-ე, 53-ე, 41-ე, 124-ე, 51-ე, 52-ე, 101-ე უბნებზე. "მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის აპარატურაა განთავსებული, კენჭისყრის კაბინები გადახურული არ არის, რამაც შესაძლოა, ხმის მიცემის ფარულობა დაარღვიოს. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი კაბინის გადახურვის ვალდებულებას არ ითვალისწინებს, "საია" მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, იხელმძღვანელოს 2008 წლის არჩევნების პრაქტიკით და საარჩევნო კაბინების გადახურვა უზრუნველყოს" - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები