კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის N45 უბანზე პოლიციელები საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებოდნენ

2 ივნისი, 2010

30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას თელავის N17 საარჩევნო კომისიის N45 უბანზე პოლიციელები საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებოდნენ. როგორც „ ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა განაცხადა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი N45 უბანზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უკანონოდ იყო.

„თელავის N45 საარჩევნო უბანი საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული. ეზოში მყოფ ორ პოლიციელს ცოტა ხანში 4 პოლიციელით სავსე საპატრულო პოლიციის მანქანა შემოუერთდა და შენობის წინ გაჩერდა, რისი უფლებაც არ ქონდათ“ - აღნიშნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა. მისი განმარტებით, ამ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი შეადგინა, რომელიც N45 საარჩევნო უბნის კომისიამ ჩაიბარა.

დამკვირვებლის საჩივარს გარკვეული რეაგირება მოჰყვა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები