კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭიათურის საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა

3 ივნისი, 2010
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ჭიათურის #56 საოლქო საარჩევნო-კომისიის 23-ე საარჩევნო უბანზე პირველი ინციდენტი დღის პირველ საათზე დააფიქსირდა. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ დამკვირვებელსა და ერთ-ერთ ამომრჩეველს შორის. შელაპარაკება ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებას ეხებოდა.

23-ე საუბნო საარჩევნო-კომისიის თავჯდომარემ ინციდენტის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობა. თუმცა საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების უბანზე მისვლის დროს ინციდენტი ამოწურული იყო. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ დამკვირვებელს კი საჩივარი არ დაუწერია.

როგორც ჭიათურის #56-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე აცხადებს: "ეს ერთადერთი ინციდენტი იყო, რომელიც არჩევნების დღეს ჭიათურაში დაფიქსირდა. საოლქო კომისიაში კი არც ერთი საჩივარი არ არის შემოსული".

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 მაისს ამომრჩევლების აქტივობა 12 საათისთვის 17,8% დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით კი 41,8%-ია. მუნიციპალიტეტში სულ 46 448 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.

არჩევნების საბოლოო მონაცემები ასეთია: 61,1% _ ნაციონალური მოძრაობა, 18,7% _ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და 5,1% _ ალიანსი საქართველოსთვის. დანარჩენი ხმები სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

               მარიკა ვაჭარაძე

ახალი ამბები