კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სენაკში ოპოზიციური პარტიების სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

4 ივნისი, 2010

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის მიერ სენაკის #64 საოლქო-საარჩევნო კომისიაში რვა საჩივარი შევიდა.

რვავე საჩივარი #20 საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევებს ეხებოდა. ამათგან ორი რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით კეკენაძემ  3 ივნისს განიხილა. მოსარჩელეები სენაკის #20 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ამ უბანზე გადასატან ყუთში ბიულეტენების რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ამ კატეგორიის ამომრჩეველთა სია ითვალისწინებდა. ამავე დროს, უზუსტობები აღმოჩნდა შედეგებშიც.

მოსამართლე კეკენაძემ სარჩელი #20 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და „სამართლიანი არჩევნების“ კორდინატორი სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავენ.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები