კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იშვიათი ვირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

7 ივნისი, 2010

საშიში და იშვიათი ვირუსით 10 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრები 6 წლის ს.გ. გარდაიცვალა. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განუცხადა, გარდაცვლილს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. უბნის ექიმმა კი მას დიაგნოზი - ფილტვების ორმხრივი პნევმონია დაუსვა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გრიპი გამოირიცხა. ჩატარდა გარდაცვლილის კერაში ეპიდემიური კვლევა, აღებული იქნა ლაბორატორიული კვლევისთვის ანალიზები. წინასწარი მონაცემებით, აღმოჩნდა ე. წ. ჰემორაგიული ცხელება, ინფექციური დაავადება, რომლის ძირითადი გადამტანები მღრღნელები და ტკიპებია.

ეს ინფექცია საქართველოში იშვიათ დაავადებათა რიცხვში შედის. გურიაში ასეთი შემთხვევა წლების მანძილზე არ დაფიქსირებულა. მჟავია აღნიშნავს, რომ წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილის სამ ახლო მეზობელს აღმოაჩნდა ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი ანტისხეულები და ამჯამად მიმდინარეობს კვლევა.

ს.გ.-ს ცხედარი პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს, სადაც  წინასწარმა პათანატომიურმა გამოკვლევებმა სისხლჩაქცევები ფილტვებსა და თირკმელში აჩვენა.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები