კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ბალღოჯიანის სკოლის ოთხ მასწავლებელსაც შეუჩერდა

10 ივნისი, 2010
სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის იმ ოთხ მასწავლებელსაც შეუწყდა, რომლებიც დირექტორს სს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ დროისთვის სკოლის დირექტორი ზურაბ თაბაგარი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

„ამ სამწუხარო ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ასევე ჩვენი გენერალური ინსპექციაა ჩართული და აქტიურად მუშაობს პროკურატურასთან“, - განაცხადა შაშკინმა.

სკოლის რამდენიმე  მასწავლებლის საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაწყებულია ყვარლის პოლიციაში სსკ-ის 141-ე მუხლით - „გარყვნილი ქმედება“. საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობას  გურჯაანის რაიონული პროკურატურა  ახორციელებს. როგორც გურჯაანის  პროკურატურაში განაცხადეს, ზურაბ თაბაგარის მიმართ დევნა არ მიმდინარეობს.
 
ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედმა“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გაავრცელა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები