„ეროვნული საბჭოს“ აგიტატორები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ
21 ივნისი, 2010
აჭარაში „ერონული საბჭოს“ აგიტატორებს გაწეული სამუშაოსთვის ხელფასები დღემდე არ მიუღიათ. როგორც ისინი აცხადებენ, „ეროვნულმა საბჭოს“ ხელმძღვანელებმა ისინი მოატყუეს.
„ხელფასების გაცემას არ აპირებენ. დროს კი ხელოვნურად აჭიანურებენ და აგიტატორების რიცხვის შემცირებას ცდილობენ“, - ამბობს ერთ-ერთი აგიტატორი. მისივე თქმით, თუ „ეროვნული საბჭო“ კუთვნილ დავალიანებებს არ გადაიხდის, ისინი სასამართლოს მიმართავენ.
პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, მამუკა კაკალაძე კი აღნიშნავს, რომ აგიტატორები კუთვნილ ხელფასს ზაფხულის განმავლობაში მიიღებენ: „ამჟამად მიმდინარეობს უბნების მიხედვით აგიტატორების რაოდენობის აღრიცხვა და ზუსტი თანხა სულ მალე გახდება ცნობილი. ხელფასების გაცემა მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გამო შეფერხდა“.
აგიტატორები ხელფასს - 80 ლარს და დაპირებულ 50-ლარიან პრემიას ითხოვენ. „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელთა განცხადებით, კი 80 ლარს მხოლოდ ის აგიტატორები მიიღებდნენ, რომელთაც წინასარჩევნოდ 30 ამომრჩევლის თანხმობა მოიტანეს. პრემიები კი იმ უბნის აგოტატორებს ერგებოდათ, სადაც მაჟორიტარებად „ეროვნული საბჭოს“ წევრები გავიდოდნენ. „ეროვნული საბჭოს“ არც ერთ მაჟორიტარს კანდიდატი აჭარის მაშტაბით არ გაუმარჯვია.
მაკა მალაყმაძე, აჭარა
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023