კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურ აგენტებს გულგრილობაში ადანაშაულებენ

28 ივნისი, 2010
ხობის რაიონში თოლორდავების ოთხსულიანი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი დიასახლისის პენსიაა, რომელიც ლეილა თოლორდავას თქმით, ძირითადად წამლების შესაძენად იხარჯება: „ვითხოვდი დახმარებას საშენი მასალებით ან თანხით, მაგრამ უარი მივიღე. ავადმყოფი ქალი ვარ. ტყეში მოკრეფილ ტყემალს ვყიდი და წამლებს ამ ფულით ვყიდულობ“.

უსახსრობის გამო თოლორდავების რვა წლის შვილიშვილს დაბადების მოწმობა დღემდე არა აქვს. ოჯახმა დახმარებისთვის სახელმწიფო უწყებებს არაერთხელ მიმართა, მაგრამ მათი მდგომარეობა არანაირად არ  შეცვლილა. ხობის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, იური ბუკიას განმარტებით, ოჯახს მძიმე სოციალური პირობები აქვს: „ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ სამშენებლო მასალებით აუცილებლად დავეხმარებით. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ვერ გავიგე, რა კრიტერიუმებით სარგებლობდნენ სოცაგენტები, როცა ადამიანს, რომელსაც 21-ე საუკუნეში შუქი არა აქვს და დაბადების მოწმობის აღების საშუალება არ გააჩნია, დახმარება მოუხსნეს. ან როგორ წერენ ამ ქულებს, გაუგებარია“.

შეჭირვებული ოჯახის დიასახლისი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს თანამშრომლებს გულგრილობაში ადანაშაულებს: „თავად ნახეთ და დარწმუნდით, ამ პირობებში მაცხოვრებელს თუ მეკუთვნის მაღალი ქულები?! არც არავის გავუფრთხილებივარ, რომ კანონით სამედიცინო პოლუსიც მეკუთვნოდა. შემთხვევით გავიგე, მივედი და გავარკვიე“. 

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხობის ფილიალის უფროსი ბადრი ჭითაშვილი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს: „ამ ოჯახს საარსებო შემწეობა დღემდე ვერ დაენიშნა, რადგან სამჯერ მივიდა აგენტი თოლორდავების მიერ განცხადებაში მითითებულ მისამართზე, მაგრამ იქ არავინ დახვდა. რაც აგენტმა ნახა, ოჯახი იმის მიხედვით შეაფასა და ვერ ნახა ისეთი ცუდი პირობები, რაც საკმარისი იქნებოდა შემწეობის დასანიშნად. ამიტომ გააუქმა მონაცემები ბაზაში“.

ამის შემდეგ მონაცემებისა და განცხადების გადასამოწმებლად თავი არავის შეუწუხებია. თოლორდავების ოჯახი სამართლის პოვნას ისევ უშედეგოდ ცდილობს.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები