კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესიდან ოპოზიციის ლიდერები გააძევეს

7 ივლისი, 2010
6 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერები გააძევეს და 100-100 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა.

ბექაურის განმარტებით, დაჯარიმებულთა შორის არიან: კონსტანტინე გამსახურდია, სანდრო ბრეგაძე, გია გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია, ალეკო შალამბერიძე, სოსო შატბერაშვილი, კახა კუკავა, ლაშა ჩხარტიშვილი და კოკა გუნცაძე. პოლიტიკოსების გარდა მოსამართლემ დააჯარიმა დაზარალებული დავით ბაჯელიძე და დარბაზში მყოფი სხვა პირები. სულ 40-მდე ადამიანი.

როგორც ბექაური აცხადებს, დარბაზში მყოფების დაჯარიმებამდე მოსამართლე მანანა ოთარაშვილმა პროცესიდან განსასჯელი ცოტნე გამსახურდია გააძევა.

„ცოტნე გამსახურდიას მოსამართლემ არ მისცა წერილობითი განცხადების წაკითხვის შესაძლებლობა. მან მიიჩნია, რომ განსასჯელი პოლიტიკურ განცხადებას კითხულობდა და ამის გამო დარბაზიდან გააძევა. ამ ფაქტზე დაზარალებულმა ბაჯელიძემ პროტესტი გამოხატა და დარბაზი დატოვა. მოსამართლის დავალებით, დაზარალებულს მანდატურები გაეკიდნენ, პირადობის მოწმობა ჩამოართვეს და დააჯარიმეს. ამის შემდეგ მოსამართლემ 5-10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. დარბაზში ცხელოდა და იქ მყოფებმა გარეთ გასვლა გადაწყვიტეს. მოსამართლემ ამის გამო ყველა დააჯარიმა“, - განაცხადა ბექაურმა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ბექაურის თქმით, მოსამართლემ ორი მოწმის -  ექიმების დაკითხვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომა 19 ივლისს განახლდება.

ცოტნე გამსახურდიას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რითაც მსჯავრი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში დაედო და 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები