კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ქრისტიან-დემოკრატები" კობა სუბელიანს "ტყუილებში" ამხელენ

13 ივლისი, 2010

"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის მისვლას და მის "ტყუილებზე" ახსნა-განმარტებების მოსმენას ითხოვენ.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, არჩევნების დასრულებისთანავე აღმოჩნდა, რომ დევნილებს "ძალიან სერიოზული ტყუილი აგემეს".
მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნების წინ მათ ქალაქის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ გამოუცხადათ, რომ თბილისში მცხოვრები ყველა დევნილი თბილისელია და მათზე დედაქალაქი იზრუნებდა.
ახვლედიანმა მინისტრის პირობაც გაიხსენა, რომ ყველა დევნილს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობდნენ, საცხოვრეებელი ფართები დაუკანონდებოდათ და ამ დაპირების დარღვევის მაგალითები მოიყვანა.
ახვლედიანის ინფორმაციით, სამი დღის წინ 20 ოჯახი თბილისიდან გაურკვეველი მიმართულებით, სავარაუდოდ, ზუგდიდის რაიონში, სოფელ ოქტომბერში წაიყვანეს, სადაც არავითარი საარსებო პირობები არ არსებობს.
ასევე, ანალოგიური მდგომარეობაა გურჯაანში, სასტუმრო "ქიზიყშიც", რომლის 96%-ის მფლობელიც სახელმწიფოა.
ახვლედიანმა პარლამენტში კობა სუბელიანის დაუყოვნებლივ მისვლა და ამ ტყუილებზე, ახსნა-განმარტებები მოითხოვა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები