„დაწიოკება საქართველოს სახელით“ - ფილმი ძალოვანების მიერ დევნილ ოს თანამოქალაქეებზე
28 ივნისი, 2010
30 ივნისს, 13.00 საათზე, კინოს სახლში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აწყობს პრეზენტაციას ახალი დოკუმენტური ფილმისა „დაწიოკება საქართველოს სახელით“.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სატელევიზიო სტუდიის ახალ ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების მიმართ განხორციელებულ დევნაზე.
გიორგი ხეთაგური 2006 წლის ოქტომბერში 1 აბი სუბოტექსის შეძენის ბრალდებით გაასამართლეს და 3 წლით დააპატიმრეს. გათავისუფლების სანაცვლოდ მას საქართველოს ძალოვანი უწყებების სასარგებლოდ ცხინვალში აგენტურულ საქმიანობას სთავაზობდნენ, რაზეც ხეთაგურმა უარი განაცხადა. 3 წლის განმავლობაში ოჯახმა და ახლობლებმა არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა გიორგი ხეთაგური.
ფილმში ასევე მოთხრობილია ახალგორიდან თბილისში კაკლის გასაყიდად ჩამოსული ხათუნა ჩარაევას დაპატიმრების ისტორია. ჩარაევას 30 000 ყალბი აშშ დოლარის ტრასპორტირება დაედო ბრალად. საქმე საიდუმლო გრიფით წარიმართა და საბოლოოდ, ქართულმა მხარემ პატიმარი, საპროცესო გარიგების შედეგად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ტყვეებში გაუცვალა.
ჟურნალისტური გამოძიების მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“.
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023