26 ივნისს აღინიშნება წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღე. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს (კოპენჰაგენი, დანია) კოორდინაციით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს კამპანია დევიზით "ერთად წამების წინააღმდეგ". საქართველოში ერთობლივ აქციას ატარებენ: ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
აქცია წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერად დაიწყება 26 ივნისს 12.30 საათზე ვერის პარკში.
12.30 – პრეს კონფერენცია და წამების იარაღების მოძრავი გამოფენა (ვერის პარკი), წამების შესახებ საინფორმაციო ფურცლების დარიგება
13.00 – მარში-მსვლელობა რუსთაველზე (რუსთაველის გამზირი)
გიწვევთ აქციაზე!