არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხდებს მიღებას შემდეგ თანამდებობაზე (სრულ განაკვეთზე).
მთავარი რედაქტორის ვაკანსია
სამუშაო ადგილი - თბილისი
მოვალეობები:
• ინტერნეტ გაზეთის www.HumanRights.ge ქართული და ინგლისური ვერსიის რედაქტირება;
• სტატიების და სხვა მასალების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• გაზეთის კორესპონდენტების ხელმძღვანელობა;
• საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმვა და მენეჯმენტი;
• საინფორმაციო მონაცემთა ბაზის წარმოება; მუშაობა ინტერნეტ გვერდზე და მისი განვითარება;
• ხელმძღვანელობასთან და დონორთან ანგარიშების ჩაბარება;
• თანამშრომელთა ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება(ჟურნალისტიკაში) და რედაქტორობის გამოცდილება;
• არასამთავრობო და/ან მედია ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის გამოცდილება);
• ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;
• ობიექტურობა, პუნქტუალობა, ანალიტიკური უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;
• დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
• ინგლისური, რუსული და ქართული ენების კარგი ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის ცოდნა;
• ენთუზიაზმი.
ანაზღაურება: 400 ევროს ექვივალენტი ლარებში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV), მოტივაციის წერილი, მიუთითეთ ორი ადამიანის სახელი, რომელიც გიწევთ რეკომენდაციას (საკონტაქტო მონაცემებით) და გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hridc@hridc.org . წერილის დასახელებაში მიუთითეთ თანამდებობის სათაური.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2009 წლის 5 აპრილი. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან კანდიდატები შეზღუდული რაოდენობით. არასრული განაცხადები არ განიხილება.
სატელეფონო ზარები არ მიიღება.
ვებ-გვერდის მისამართია: www.HumanRights.ge
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და გაუმჯობესება. იგი არის შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH), წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT Network), ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე, მშვიდობის საერთაშორისო ბიურო (IPB) და ა.შ.