კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გამგებლის მიმართ სკოლის დირექტორის დევნის გამო სს საქმის აღძვრას ითხოვს

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გამგებლის მიმართ სკოლის დირექტორის დევნის გამო სს საქმის აღძვრას ითხოვს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ბაღაშვილის წინააღმდეგ, მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, ქალაქის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის დევნის გამო, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. უფლებადაცვითი ორგანიზაცია შესაბამისი საჩივრით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი მაია ლაპიაშვილი რომ რაიონის გამგებლის მიერ იდევნება, ამას ბევრი ფაქტი ადასტურებს. განსაკუთრებით კი ის, რომ 14 ივნისს, საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების დროს, გამგეობის თანამშრომლები, კერძოდ, სოციალური სამსახურის უფროსი, გამგებლის მდივანი, ქალაქის გამგებელი და სხვები აღნიშნულ სკოლაში საარჩევნო კომისიის წევრებად და დამკვირვებლებად იყვნენ წარმოდგენილნი. ამავე სკოლაში არჩევნების ჩატარების პროცესს აკვირდებოდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელიც. მისი თქმით, გამგეობის თანამშრომლები სამეურვეო საბჭოში სასურველი კანდიდატების არჩევის მიზნით, ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. „მათივე ზეწოლის შედეგად სამეურვეო საბჭოს წევრობის რამდენიმე კანდიდატმა, არჩევნების წინა დღეს უარი თქვა კენჭისყრაზე. ამის მიზეზად მათ გამგეობის მხრიდან ზეწოლა დაასახელეს“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი არ ადასტურებს. „დედაჩემი, თამარ ბაღაშვილი ნამდვილად იყო მაია ლაპიაშვილის კონკურენტი სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, მაგრამ რადგან ლაპიაშვილმა გაიმარჯვა, ამით ყველაფერი დამთავრდა“, - აცხადებს გამგებელი.