კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორებისთვის

კონკურსი ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორებისთვის

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” აცხადებს კონკურსს საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორებისთვის თემაზე “ადამიანის უფლებები-ჩემი ყოველდღიურობა.”

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელშეწყობა. (www.hridc.org)

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში. (www.caucasusnetwork.org)

“უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელს” საქართველოში კოორდინაციას უწევს“ ადამიანის უფლებათა ცენტრი”.

პროექტი ხორცილედება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორს. კონკურსში წარმოდგენილი მასალები უნდა ასახავდეს საქართველოში იმ უფლებათა მდგომარეობას, რომლებიც არსებითია ნებისმიერი სხვა უფლების რეალიზაციისათვის და რომლებსაც უფლებადამცველები მიმართავენ ყოველდღიურ საქმიანობაში სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს უფლებებია:

  1. სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება
  2. გამოხატვის თავისუფლება;
  3. შეკრებისა და გაერთიანების უფლება;
  4. აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება;
  5. თავისუფალი გადაადგილების უფლება;
  6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება;
  7. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  8. დისკრიმინაციის აკრძალვა.

•         საკონკურსო ჟურნალისტური მასალები 2009 წლის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე ქართულ ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში;

•         საკონკურსო ფოტო მასალები 2009 წლის განმავლობაში უნდა იყოს გადაღებული;

•         „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელს” და “ადამიანის უფლებათა ცენტრს” ეძლევა უფლება, შეუზღუდავად გამოიყენოს კონკურსის მონაწილე ფოტო მასალა ადამიანის უფლებების მინზებისთვის საავტორო უფლებების დაცვით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

 

გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში

 •        საუკეთესო სტატია (ჯილდო 300 ევრო)

•         საუკეთესო საგამოძიებო სტატია (ჯილდო 300 ევრო)

•         საუკეთესო ფოტო კადრი (ჯილდო 150 ევრო)

•         საუკეთესო ფოტო რეპორტაჟი (ჯილდო 300 ევრო)


განაცხადის პაკეტი უნდა შეიცავდეს:

 •        შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას (იხილეთ დანართი II)

•         საკონკურსო ნამუშევრებს


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  დანართში I

მასალების ელექტრონული ვერსია და სარეგისტრაციო ფორმა გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ana@hridc.org საკონტაქტო პირი:ნა ნაცვლიშვილი, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორი საქართველოში, ან მოიტანეთ შემდეგ მისამართზე:

ადამიანის უფლებათა ცენტრი
თბილისი, ყაზბეგის გამზ. 3ა,  სადარბ. 2, IV სართული, ბინა 22
ტელ.: 37 69 50; 38 46 48
ვებ-გვერდები:www.caucasusnetwork.org;  www.hridc.org

საკონკურსო მასალების შემოტანის ბოლო ვადაა 2009 წლის 4 დეკემბერი, 18 საათი;

გამარჯვებული მასალები გადაითარგმნება და ორიგინალთან ერთად გამოქვეყნდება “უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის” ვებ-ვერდზე www.caucasusnetwork.org, ასევე, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინტერნეტ გაზეთში www.humanrights.ge

გამარჯვებულთა ვინაობა გაირკვევა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება2009 წლის 18 დეკემბერს.