კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ

16 ივლისი, 2010

 გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები საქართველოს სახალხო დამცველთან გიორგი ტუღუშთან შეხვედრას ითხოვენ. დევნილები სახალხო დამცველს გურჯაანში ჩასვლას სთხოვენ.
„ლტოლვილთა სამინისტრო იმ ადგილზე გვთავაზობს ალტერნატიულ ფართს, სადაც ჩვენი საყოფაცხოვრები პირობები გაუარესდება. სადაც ახლა ვცხოვრობთ, რამდენიმე მძიმე ავადმყოფი გვყვავს. იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით გამოგვასახლა, შეიძლება მძიმე შედეგი დადგეს. მოვიდეს სახალხო დამცველი და ჩვენი უფლებები დაიცვას“, - განაცხადეს აფხაზეთიდან დევნილებმა.
გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ პირველ და მესამე საძილე კორპუსებში აფხაზეთიდან დევნილების 43 ოჯახი ცხოვრობს. შს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსმა ლევან ბიწკინაშვილმა დევნილები „ახტალის“ საკუთრებაში არსებული შენობებიდან გამოსახლების შესახებ 2010 წლის 8 ივლისს გააფრთხილა და შენობის დასაცლელად 5 სამუშაო დღე მისცა. ვადა 15 ივლისს ამოიწურა. დევნილების გამოსახლების მოთხოვნით, პოლიციას, კურორტ „ახტალის“ დირექტორმა გოგა უტიაშვილმა მიმართა. კურორტი „ახტალა“ სახელმწიფო საწარმოა. დევნილების გასახლებაზე პოლიციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნებართვა აქვს. სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილებს ალტერნატიულ ფართს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში და ლაგოდეხში სთავაზობს, თუმცა დევნილები სამინისტროს მიერ შეთავაზებულ შენობებში საცხოვრებლად გადასვლაზე უარს ამბობენ, იმ მიზეზით, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუარესდება. როგორც აფხაზეთიდან დევნილებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ისინი სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებენ, თუმცა შენობიდან გამოსახლების შემდეგ ეზოში კარვებს გაშლიან და ცხოვრებას იქ გააგრძელებენ. დევნილების ერთი ნაწილი კი ამბობს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებში შიმშილობას დაიწყებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები