კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

2 აგვისტო, 2010
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში მცხოვრები ხუთი შვილის დედა ევა ნოზაძე დახმარებას ითხოვს. როგორც მრავალშვილიანმა დედამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, 5 წლის წინ მას საცხოვრებელი სახლი დაეწვა. მას შემდეგ რაიონის გამგეობას ერთი ოთახის შეკეთების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„ოჯახში 6 ადამიანი ვცხოვრობთ, აქედან 3 არასრულწლოვანია. მხოლოდ ერთი ოთახი გვაქვს და იმაშიც წვიმა ჩამოგვდის. არც კარ-ფანჯარა აქვს, საშინელ პირობებში ვარსებობთ. საკმარისი საწოლებიც კი არ გვაქვს და ჩემი შვილები ზამთარში ღამეს მეზობლებთან ათევენ, ზაფხულში ეზოში სძინავთ. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, გარდა სოციალური დახმარებისა. ადგილობრივი გამგეობისგან ამ ერთი ოთახის გარემონტებაში დახმარებას ვითხოვ, რომ ჩემმა შვილებმა ერთ ჭერქვეშ გაათენონ ღამე. წლების განმავლობაში გამგეობაში დავდივარ, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს“, - ამბობს ევა ნოზაძე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ირაკლი მინდიაშვილის განცხადებით, გამგეობას ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები არ აქვს, რომ ნოზაძეების ოჯახს დაეხმაროს. „საქმის კურსში ჩავაყენეთ გუბერნატორის ადმინისტრაცია და იქნებ დახმარება გაუწიონ, რომ ხის მასალა გადავცეთ კარ-ფანჯრისთვის და იატაკის დასაგებად“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირაკლი მინდიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები