კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა სახლიდან ქუჩაში

11 აგვისტო, 2010
18 წლის გიორგი სიღნაღის რაიონის ზემო ბოდბის სკოლა პანსიონიდან 3 თვის წინ გაუშვეს. მას შემდეგ წნორში, ეკლესიის ეზოში სკამზე სძინავს.

„ბოდბის ბავშვთა სახლში ვიყავი და წამოვედი, დავამთავრე. ვინც 18 წლის ხდება, უშვებენ ხოლმე. არც დედა მყავს და არც მამა. სახლი დანგრეული მაქვს, საფარი არ მაქვს, რომ შევეფარო სადმე“, - ამბობს გიორგი.

რამდენიმე დღეა, რაც გიორგი წნორის უფასო სასადილოში სადილობს. იქ მისვლა მას წნორის მაცხოვრებლებმა ურჩიეს.

ზემო ბოდბის სკოლა - პანსიონის უფროსი აღმზრდელის ალინა ქადაგიძის თქმით, ბავშვი 18 წლის რომ გახდება, მას სკოლაში ვეღარ ამყოფებენ. გიორგიც ამიტომ გაუშვეს. „ორი სამი დღეა რაც გავიგეთ, რომ ქუჩაში სძინავს. ბავშვთა სახლიდან ბავშვებს რომ ვუშვებთ, ვისაც მშობელი არ ჰყავს, უმრავლესობა ქუჩაში ხვდებიან, ქუჩაში ვარდებიან. სახელმწიფო მათ არაფრით ეხმარება“, - აღნიშნავს ალინა ქადაგიძე.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://ick.ge/ka/videogallery/2360-2010-08-10-12-36-57.html  

კახეთის საინფორმაციო ცენტრი                                          

ახალი ამბები