კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ურმას პაეტი: „საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება საერთაშორისო სამართლისთვის სრულიად მიუღებელია“

8 სექტემბერი, 2010
ინტერპრესნიუსი
 

8 სექტემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისში იმყოფებოდა. პაეტის ევროკავშირის დამკვირვებლებმა ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გააცნეს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ქართული და რუსული ბლოკ-პოსტების, ასევე, რუსი მესაზღვრეების განლაგების შესახებ; აცნობეს, რომ ამჟამად ახალგორის რაიონის მოსახლეობის უმეტესობა დევნილია და რაიონში მხოლოდ 1000 ადამიანი ცხოვრობს. დამკვირვებლების ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვრებს დღეში, საშუალოდ, 300 ადამიანი კვეთს.

ურმას პაეტის ასევე გააცნეს საზღვრის გადაკვეთის წესები და საზღვრის გადაკვეთის უფლების პირობები. ამასთან, ევროკავშირის დამკვირვებელეთა ინფორმაციით, ახალგორში ამჟამად არის ფაქტობრივი ეკონომიკური კოლაფსი - რაიონს არ მიეწოდება გაზი, იქ მხოლოდ პატარა ჰოსპიტალი და პირველადი დახმარების კლინიკაა განთავსებული; ახალგორის სკოლებში მხოლოდ 70 მოსწავლე სწავლობს; ახალგორიდან დევნილებს კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების საშუალება არა აქვთ.

სოფელ ოძისში იმყოფებოდა ახალგორის რაიონის პოლიციის უფროსი თემურ ბურდული, რომელმაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აცნობა, რომ ამ ტერიტორიაზე ინციდენტები არც ისე ხშირია.

დუშეთის რაიონის სოფელი ოძისი ახალგორთან მოსაზღვრე ბოლო ქართული სოფელია. აქედან ერთ კილომეტრში ახალგორის რაიონის სოფელი ახმაჯი იწყება.

„რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება საერთაშორისო სამართლისთვის სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოძისში სტუმრობისას.

„მე გავეცანი ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას. რაც აქ ხდება, საერთაშორისო სამართლისთვის სრულიად მიუღებელია, ვინაიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება და საქართველოს ტერიტორია გაყოფილია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს“, - აღნიშნა ურმას პაეტიმ.

მისივე განცხადებით, მოხარულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ საქმიანობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ეს არის ერთადერთი საერთაშორისო მისია, რომელიც ამ ტერიტორიებზე საქმიანობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს ინციდენტები. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა ეს მდგომარეობა აღარ იყოს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ უნდა სცნონ ის ცვლილებები, რომელიც აქ რუსეთმა განახორციელა“, - განაცხადა ურმას პაეტიმ.

ახალი ამბები