კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გავაზის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ დაიწყო

17 სექტემბერი, 2010
ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ დაიწყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომლის დაფინანსებითაც სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიას პროექტის დასრულების დრო ორჯერ გადაუვადა.

გავაზის საჯარო სკოლის დირექტორის პაატა ბერიაშვილის განცხადებით, მშენებლები ხშირად იცვლებოდნენ, რის გამოც სამუშაოები შეფერხდა. მისივე თქმით, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ 1 ოქტომბრიდან დაიწყება.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის გასაკეთებელი რაც იყო, ყველაფერი გაკეთდა. დანარჩენი სამუშაოები ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა შეესრულებინა, მაგრამ ამ დრომდე არ შესრულდა“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფონდის დირექტორმა ლევან ჭიჭინაძემ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი     

ახალი ამბები