16:18, Wednesday, 11.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადვოკატების ნაწილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ეჭვის თვალით უყურებს

28.09.2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სასამართლო პროცესების განხილვა მათი უშუალო მონაწილეობით მოხდება. ისინი გადაწყვეტენ განსასჯელის ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს, საბოლოოდ კი, გამოიტანენ ვერდიქტს. მსაჯული ხდება საზოგადოება - სასამართლო ხელისუფლების მიერ კარგად გაპიარებული  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 1 ოქტომბრიდან მოქმედებას იწყებს.

„მაქვს პატივი, შეგატყობინოთ, რომ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით, საქართველოს სასამართლო სისტემაში შემოდის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი. იგი უზრუნველყოფს ხალხის პირდაპირ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში. თქვენ უკვე პირადად იგრძნობთ, რაოდენ საპასუხისმგებლოა გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ხალხის, საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება, იზოლაცია გაუკეთოს განსასჯელს, თუ იგი ისევ საკუთარ რიგებში დაიბრუნოს. ეს ცვლილება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მართლმსაჯულებისთვის და მის გასაცნობად თქვენთვის გაცილებით მეტი გაკეთდება, ვიდრე ეს მოკრძალებული წერილია“, - ეს ამონარიდია წერილიდან, რომლითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა თბილისის მოსახლეობას მიმართა.

პროცესი, რომელსაც სასამართლო ხელისუფლებამ დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა, ძირითად ფაზაში შედის - 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული. მათ მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენი საბოლოო იქნება და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

„პირველ ეტაპზე ნაფიცი მსაჯულები განზრახ მკვლელობის საქმეს განიხილავენ. მოსახლეობის ერთიანი სიიდან შეირჩევა 50  კანდიდატი. მოხდება მათი გაცხრილვა (აქ შეიძლება იყვნენ ისეთები, ვისაც კანონით აკრძალული აქვთ გახდნენ ნაფიცი მსაჯულები). ამოირჩევა 12 კანდიდატი და მოხდება მათი ჩართვა სასამართლო პროცესებში. ნაფიცი მსაჯულების ფუნქცია განსასჯელის ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტაა. მათ გამოაქვთ ვერდიქტი, რომლის თანახმადაც, ნაფიცი მსაჯულები მოსამართლეს მიმართავენ, რომ კონკრეტული პიროვნება ცნონ დამნაშავედ (გამოუტანონ გამამტყუნებელი ვერდიქტი), ან არ ცნონ.

მოსამართლე ვალდებულია, მიიღოს ეს ვერდიქტი და გამოიტანოს სასჯელი. მოსამართლე უნიშნავს სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას“, - აღნიშნული სქემის მიხედვით ნაფიცი მსაჯულები მოქმედებას სულ რამდენიმე დღეში შეუდგებიან.

ადვოკატთა ნაწილის აზრით, სასამართლო პროცესი თეატრალურ წარმოგდენას დაემსგავსება, რომელიც იმთავითვე განსჯის საგანი გახდება, საბოლოოდ კი, საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებს.

„სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაცვისა და ბრალდების  მხარეებმა ძალიან თეატრალურად უნდა წარმოადგინონ საქმეში არსებული მასალები, რათა ნაფიც მსაჯულებს წარმოდგენა შეექმნათ განსასჯელზე - ან დადებითი ან უარყოფითი (გააჩნია, ამას რომელი მხარე როგორ წარმოაჩენს). რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქმის მასალებზე დაყრდნობით. ამის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში და იღებენ გადაწყვეტილებას. ანუ, იქ ხდება პაექრობა ერთმანეთში, განსასჯელი ცნონ დამნაშავედ თუ არა. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე სპექტაკლს დაემსგავსება და საბოლოოდ რა შედეგით დასრულდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია“, - აცხადებს ადვოკატი გიორგი დანელია.

რეზო თოფურია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატი: „გაამართლებს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში და მოერგება თუ არა იგი ქართულ რეალობას, ამას მომავალი გვიჩვენებს. ბოლოსდაბოლოს, გაამართლებინებენ!.. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ვერ გაამართლებს, ერთი მიზეზის გამო. ეს საქართველოა, ყველა ყველას იცნობს და შესაძლებელია, ის ნაფიცი მსაჯული, რომელიც ვერ ერკვევა სამართალმცოდნეობაში (არის ექიმი, პედაგოგი და ა.შ.), გახდეს ადვილად სამართავი. ეს, რა თქმა უნდა, თავიდან არა, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად გახდება ცნობილი“.

სასამართლო ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნულ პროცესში წამყვანის ფუნქცია მოსამართლეს ეკისრება. თუმცა, სრული პასუხისმგებლობა ნაფიც მსაჯულებზე გადადის. ისინი გადაწყვეტილებას მოსამართლისგან დამოუკიდებლად იღებენ. 

„მართალია, მოსამართლეს ამ შემთხვევაში ერთმევა პასუხისმგებლობა და ტვირთი გადადის ნაფიც მსაჯულებზე. თუმცა, ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი, ყველაზე მეტად ეს დამოკიდებულია არა ნაფიც მსაჯულებზე, არამედ დაცვისა და ბრალდების მხარეზე. მხარეებმა ისე უნდა იმუშაონ,  რომ ნაფიც მსაჯულებს წარმოდგენა შეექმნათ პიროვნებაზე, რომელიც დამნაშავეა, ან არ არის დამნაშავე. ანუ, მეტი როლი აქ აქვს არა ნაფიც მსაჯულებს, არამედ პროკურორს და იმ მხარეს, რომელიც ახორციელებს განსასჯელის დაცვას. ნაფიცი მსაჯულები კი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებზეც გავლენას ახდენს ის ემოციური ფონი, რასაც ფაქტობრივად ქმნიან აღნიშნული მხარეები. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი როლი მტკიცებულებებს აქვს, რომლებიც იქნება საქმეში, მაგრამ ყოველ მტკიცებულებას თავისებური წარმოდგენა უნდა, რათა ნაფიც მსაჯულებს შეექმნეთ განსასჯელისათვის დამამძიმებელი სიტუაციის შემქმნელი წარმოდგენა, ან პირიქით“, - ამბობს რეზო თოფურია.

1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდება. 2012 წლიდან კი, დასავლეთ საქართველოს საქმეებს უკვე ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC