კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰამარბერგს შსს-ს მუშაობა არ მოსწონს, შსს-ს - ჰამარბერგის

8 ოქტომბერი, 2010
მარი ოთარაშვილი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ამ დროისთვის 140 ეთნიკურად ოს მოქალაქეს ასახელებს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი და სახალხი დამცველი, დავით სანაკოევი აცხადებს, რომ ამ რაოდენობაში გულისხმობენ არა მარტო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულებს, არამედ 1989 წლიდან და 2008 წლამდე ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგულსაც.

„1989 წლიდან დაკარგულად 140 ადამიანი ითვლებოდა, 2008 წლის შემდეგ კი 7 ადამიანის ადგილსამყოფელი არ ვიცით“, - განაცხადა სანაკოევმა.

მისივე თქმით, დაკარგულთა პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა სამ ფორმატში მიმდინარეობს, მათ შორის - ჟენევის დისკუსიებზე. „ამ საკითხზე მუშაობაში უშუალოდ მონაწილეობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი. აქტიურად მუშაობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის მიერ მოწვეული ექსპერტების - ბრიუს პეგისა და ნიკოლას სებირის დასკვნა. სხვადასხვა რეკომენდაციების გარდა, ისინი საქართველოს ხელისუფლებას უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი ოსი მოქალაქის მოსაძიებლად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას სთხოვენ.

საუბარია ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევის და სოლტან პლიევის შესახებ, რომლებიც ცხინვალის ინფორმაციით, ქართულმა ძალებმა 2008 წლის 13 ოქტომბერს სოფელ კორკულადან სოფელ ხელჩუასკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. ექსპერტების მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის მარტში ინტერნეტში განთავსდა ორი ვიდეომასალა, რომელზედაც აღბეჭდილია სამი პირი - ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი და სოლტან პლიევი, რომლებსაც ძალადობრივი მეთოდებით კითხავენ.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები და ისინი, ვინც შეიძლება ჩარეული იყოს ამ საქმეში, არ უნდა იყვნენ ერთი და იგივე განყოფილების თანამშრომლები, ოპერატიული და სამძებრო ქმედებების წარმოება უნდა ჩამოერთვას შიდა ქართლის პოლიციას. გამოძიების ხელმძღვანელობა უნდა ჩამოერთვას რაიონულ პროკურატურას და გამოძიებამ შეამოწმოს ქართველი პოლიციელების, მათ შორის სპეცდანიშნულების პოლიციის ქმედებები.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი, ვლადიმერ ჯუღელი აცხადებს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ეთნიკური ოსების შესახებ არაფერი იცის.

საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნის იმ ნაწილს, სადაც ქართული პოლიციის არასათანადო მუშაობაზეა საუბარი, ქართული მხარე არ ეთანხმება: „ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ დავეთანხმებით ჰამარბერგის კომისიის დასკვნის იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ თითქოს მათ გაუჩინარებაში ქართველი პოლიციელები არიან ჩართული. ამისთვის მათ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. ამაზე გამოძიება გრძელდება და ბოლომდე მივიყვანთ საქმეს“.

შოთა უტიაშვილმა ჰამარბერგის კომისიის მუშაობაზე ღია უკმაყოფილება ასევე გამოხატა „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას (იხილე სტატია: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12335&lang=geo  )

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნათია კაციტაძე, რომელიც ამ თემატიკაზე მუშაობს, ამბობს, რომ ამჟამად ქართულ მხარეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგდროინდელი ტყვეები აღარ ჰყავს.  
  
ნათია კაციტაძე: „ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას ოსი ეროვნების არანაირი ტყვე არ ჰყავს დაკავებული. ერთადერთი, არიან ისეთები, რომლებსაც კონკრეტული ბრალდებები აქვთ წაყენებული. ხოლო ისეთები, რომლებსაც აკავებდნენ „საზღვრის უკანონო გადალახვის“ გამო, ან სხვა ასეთი ტიპის ბრალდებით, ქართულ მხარეს არ ჰყავს. მსგავსი ტყვეები მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლებულები არიან გაცვლის წესით. რაც შეეხება ომამდელ ტყვეებს, ისინი დამანაშავეები არიან და მათ მისჯილი აქვთ კონკრეტული სასჯელი და იხდიან კიდეც. ომის შემდეგ აყვანილი ტყვეები კი, ჩვენი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ყველა გაათავისუფლა. სხვათა შორის, ოსურ მხარეს დაახლოებით ათამდე ასეთი ქართველი ტყვე ჰყავს“.

გაეროს გენერალური ასამბლეის 2006 წლის 61-ე სესიაზე მიიღეს საერთაშორისო კონვენცია იძულებით გაუჩინაურებული ყველა პირის დასაცავად. ის კრძალავს საიდუმლო ციხეების არსებობას და ავალდებულებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, ინფორმაციები მიაწოდოს დაკავებულების ოჯახსა და ნათესავებსა. კონვენციაში ხაზგასმულია ისიც, რომ განსაზღვრულ გარემოში ძალადობით გაუჩინარება ფასდება ადამიანის წინააღდეგ დანაშაულად. ასეთ შეთხვევაში ეს ექცევა საერთაშორისო სამართლის იურისდიქციაში.

ახალი ამბები