განხეთქილება აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში
26.10.2010
ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობას 52-მდე თანამშრომელი ჰყავს. ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნონა უბილავა. როგორც მან გვითხრა, სამსახურიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ დევნილების უფლებების დაცვას ცდილობდა. უბილავა ზემოქმედებასა და პირად შეურაცხყოფაში ადანაშაულებს წარმომადგენლობის უფროსის მოადგილეს, გელა კილასონიას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, გიორგი ბარამიას კლასელია.
„ამ წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ თუ პიროვნება შენზე მაღლა დგას თანამდებობრივად, მას შეუძლია, ნებისმიერ დროს მოგაყენოს შეურაცხყოფა. აქ უხეშად ირღვევა თითოეული თანამშრომლის, საჯარო მოხელის, დევნილის უფლებები“, – აცხადებს ნონა უბილავა.
მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობის ლეგიტიმური წარმომადგენლობა სამეგრელოში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს: „დიდი ხნის განმავლობაში ვხედავდი, რომ ამ სამსახურში ცნება „დევნილთა უფლებები“ არ არსებობდა. აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლობაში ურთიერთობები არ არის მუშაობაზე აქცენტირებული – აქ არავინ აკეთებს საქმეს. გიორგი ბარამიას გუნდის წევრები სამსახურში სხვებზე მბრძანებლობენ და თანამშრომლებს ხმის ამოღებას უკრძალავენ უკანონობის წინააღმდეგ. დაპირისპირება მომივიდა ბარამიას კლასელ გელა კილასონიასთან, რომელიც თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა არის წარმონაქმნი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს, სახელმწიფო კურსისგან განსხვავებული პოლიტიკით. უფროსის მოადგილე გელა კილასონია, რომელიც სოხუმელია, აფხაზეთის მთავრობაში დახმარების თხოვნით მოსულ გალელებს მოღალატეებს უწოდებს, რაც, ჩემი აზრით, უკანონობაა. ის აგრეთვე საქართველოს მტრებად მიიჩნევს იმ ქართველებს, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ჩემთვის ძნელი იყო ამ უკანონობის მოთმენა. გავაპროტესტე და სამსახურიც დავკარგე“.
უბილავას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გელა კილასონია. როგორც ის ამბობს, დათხოვილი თანამშრომელი უდისციპლინო და უპასუხისმგებლო იყო. სამსახურიდანაც მხოლოდ გაცდენისა და დაგვიანების გამო გაათავისუფლეს. გელა კილასონია ნონა უბილავასთან დაპირისპირებას არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ეს კონფლიქტი აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის საქმიანობას არანაირად უკავშირდება.
ნონა უბილავა აპირებს, გელა კილასონიას სასამართლოში უჩივლოს. მისივე თქმით, იგი მიმართავს ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის წარმომადგენლობაში არსებული ვითარება. შეუძლებელია, გალელებს მოღალატეები უძახო, ვიღაც იყოს ერთმმართველი და რაც მოეპრიანება, ის აკეთოს.

ინგა გვასალია, სამეგრელო
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?