15:10, Saturday, 22.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მიტინგებს და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს ხელისუფლება ვიდეოკამარებით გააკონტროლებს

05.11.2010
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ „თავისუფლების ქარტიას“ აკრიტიკებს. 4 ნოემბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გია კობახიძემ განაცხადა, რომ დეპუტატ გია თორთლაძის სახელით ინიცირებული „თავისუფლების ქარტიის“ კანონპროექტი „სახელმწიფო უშიშროების ინტერესების გათვალისწინებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ შეზღუდვას“ ითვალისწინებს, რის გამოც „საზოგადოებაში სამართლიან შეშფოთებას იწვევს“.

კობახიძის მონაცემებით, კანონპროექტის თანახმად, სტრატეგიული და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, ასევე საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ვიდეოდაკვირვების სისტემის დამკვიდრება იგეგმება.

„აშკარაა, რომ მრავალათასიანი ოპოზიციური დემონსტრაციებით დამფრთხალ ხელისუფლებას გარდაუვალი სამომავლო საპროტესტო გამოსვლების ტოტალური კონტროლის მექანიზმებით თავიდან აცილების სურვილი ამოძრავებს. ამასთან, ვიდეოდაკვირვების სისტემის დანერგვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს“, - აცხადებს კობახიძე.

გარდა ამისა, მისივე მონაცემებით, კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო ორგანოებსა და კომერციულ ბანკებს დაევალებათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდება 10 000 ლარზე მეტი ოდენობით განხორციელებული ყველა საბანკო გადარიცხვის შესახებ“.

„კანონპროექტის ეს ნორმა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ფინანსურ ტრანზაქციებზე ამგვარი ტოტალური კონტროლის დაწესება უდავოდ უარყოფითად აისახება ბიზნესგარემოზე. გარდა ამისა, ხელისუფლება ოფიციალურად იფორმებს უფლებას, აკონტროლოს და აქედან გამომდინარე, „საჭიროების შემთხვევაში“ განკარგოს თითოეული მოქალაქის პირადი ბიუჯეტი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელმა.

მისივე შეფასებით, „თავისუფლების ქარტიით“ ძალიან უხეში ფორმით ინერგება ლუსტრაციის ინსტიტუტი, რომლის თანახმად, პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან, ვალდებულები ხდებიან, კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში აღიარებითი განცხადებით სპეციალურ სახელმწიფო კომისიას მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ინფორმაცია მათი აგენტურული საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება“.

„გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, მნიშვნელოვანი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება ეზღუდებათ არა მხოლოდ ყოფილ საიდუმლო თანამშრომლებს, არამედ კომპარტიისა და კომკავშირის ცეკას წევრებს, რაიკომისა და ქალაქკომის მდივნებს. ამგვარი შეზღუდვა უხეშად არღვევს აღნიშნულ პირთა ძირითად უფლებებს. ზოგადად კი, კანონპროექტი მიზანმიმართულად და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ მთელ რიგ ფუნდამენტურ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორიც არის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება, საარჩევნო უფლება, საკუთრების უფლება და ა.შ.“ - აღნიშნა კობახიძემ, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, „საბჭოურ მენტალიტეტს არა მხოლოდ კომუნისტური სიმბოლოების აკრძალვით, არამედ პირველ რიგში, საკუთარ აზროვნებაში და მენტალიტეტში ებრძოლონ“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC