08:30, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ხელისუფლება უნარშეზღუდულ მოზარდებსაც წილში უზის

16.11.2010

ნანა ლაღაძისშვილი, ფაქტ.გე

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, ქველმოქმედება მისასალმებელია, მათი წყალობით უამრავი კეთილი საქმე გაკეთდა, მაგრამ, როგორც სხვა ყველაფერი ქართული, ქველმოქმედებაც „ნაციონალური თავისებურებით“ გამოირჩევა. ამის თვალსაჩინო მაგალითია „რუსთავი 2“-ის საქველმოქმედო შოუ „ვის უნდა 20 ათასი“.

ქართული ხასიათის ერთერთ გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ნაცნობ-მეგობრობის გარეშე შოუში მოხვედრა საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, ქართული ქველმოქმედების მახასიათებელია ისიც, რომ სახელმწიფო, უხეშად რომ ვთქვათ, აქაც ყველას წილში უზის, მათ შორის - მძიმე ავადმყოფობებს.
 
სქემა ასეთია: სატელეფონო კომპანიები „მაგთი“ და „ჯეოსელი“ გადაცემაში განხორციელებული ზარებიდან შემოსული თანხის 18%-ს დღგ-ს სახით იტოვებენ და ბიუჯეტში რიცხავენ. დარჩენილი თანხა  გადაეცემა ტელეკომპანია ”რუსთავი 2” -ს რომელიც თავის მხრივ, 15%-ს იღებს. როგორც კომპანიის თანამშრომლებთან საუბრისას გავარკვიეთ, „ვის უნდა 20 ათასი“ ინგლისური პროექტია, რომლის ლიცენზიაც, ტელეკომპანიას შესყიდული კი არა, იჯარით აქვს აღებული და ამ 15%-ს, სწორედ ბრიტანელებს უხდის. ამას ემატება სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო დაბეგვრა 20%-ის ოდენობით. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მოთამაშის მიერ მოგებული თანხაც. ჩვენ ვერ მოვახერხეთ გადაცემის პროდიუსერებთან დაკავშირება, ამიტომ ზემოთხსენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათგან დამოუკიდებლად დავიანგარიშეთ თუ რა თანხა მიდის უშუალოდ  ავადმყოფამდე, თქვენი ზარის მეშვეობით გადარიცხული თითოეული ლარიდან.
 
ყოველ გადარიცხულ ერთ ლარს ჯერ აკლდება დღგ-ს 18%. დარჩენილ 82 თეთრს აკლდება ბრიტანული კომპანიისთვის განკუთვნილი 15%. ამის შემდეგ რჩება 69,7 თეთრი, რომელსაც საშემოსავლოს სახით 20% აკლდება და ადრესატამდე 55,76 თეთრი მიდის. მოკლედ თანხის 44,24% სახელმწიფო ბიუჯეტსა და ბრიტანულ კომპანიას მიაქვს, ხოლო 55,76% - იმას, ვის დასახმარებლადაც მაყურებელმა თანხა გაიღო.
 
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა: „საზღვარგარეთის ქვეყნებში საქველმოქმედო პროექტები კანონმდებლობით არის გათავისუფლებული ყველანაირი გადასახადებისგან. ჩვენთან კი, როგორც ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო სისტემა ამ სფეროშიც დასახვეწია. „ვის უნდა 20 ათასის“ შემთხვევაში გარკვეული თანხა საგადასახადო კანონით იქვითება. შესაბამისად, ეს პროცესი კანონმა უნდა დაარეგულიროს და ქველმოქმედება გაათავისუფლოს გადასახადებისგან“.
 
ვრცელი კომენტარის მოცემა გაუჭირდა ექსპერტ სოსო არჩვაძეს: „ეს არის კერძო კომპანია და მას უფლება აქვს, გარკვეული თანხა, რაც საეთერო ხარჯებს უკავშირდება, აანაზღაუროს ამ გადაცემაში განთავსებული რეკლამებიდან და განხორციელებული სატელეფონო ზარებიდან შესული თანხიდან. ხოლო რამდენად არის პროპორცია დაცული, ამის გაკონტროლება ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა“.
 
მეტი თვალსაჩინოებისთვის „ვის უნდა 20 ათასის“ ბოლო, 13 აპრილის გადაცემა ავიღეთ, რომელშიც მსახიობმა ვანიკო თარხნიშვილმა ათი წლის მარი ნადირაძისთვის ითამაშა. სოსო არჩვაძესთან ერთად გავარკვიეთ, როგორ გადანაწილდა შემოსული თანხა: გადაცემისთვის თანდართული ტიტრის თანახმად, გადაცემის მსვლელობისას განხორციელდა 62 198 სატელეფონო ზარი, რაც პირდაპირპროპორციულია მაყურებლის მიერ გადარიცხული თანხისა, ანუ სატელეფონო კომპანიებში (მოცემულ ნომერზე მხოლოდ „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ აბნენტებს შეუძლიათ დარეკვა) შევიდა 62198 ლარი. ამ თანხას გამოაკლდა დღგ-ს 18% ანუ 11 195 ლარი, რომელსაც სატელეფონო კომპანია იხდის. დარჩენილი 51 003 ლარიდან 15%- ს, ანუ 7 650 ლარს „რუსთავი 2“ ბრიტანელებს უგზავნის, ანუ რჩება 43353 ლარი. ამ თანხის 20%, რომელიც 8 670 ლარს შეადგენს, საშემოსავლოს სახით იქვითება. საერთო ჯამში 62198 ლარიდან 27 515 ლარი ბიუჯეტსა და პროექტის მესვეურებს გადაეცათ, მარი ნადირაძეს კი 34 683 ლარი დარჩა. საშემოსავლო 20% გამოაკლდება მოთამაშის — ვანიკო თარხნიშვილის მიერ მოგებულ 4000 ლარსაც.
 
ასე რომ, მაყურებლის მიერ გადარიცხული თითოეული ლარი საგადასახადო ლაბირინთებში კაპიკებად  იშლება და მისი თითქმის ნახევარი ხელისუფლების ყულაბაში ხვდება. მილიონს რომ კაპიკი დააკლდება, მილიონი აღარ იქნება, 62 198 ლარს რომ 27 515 ლარით დაბეგრავ, ამას ქველმოქმედება ძნელად თუ ეწოდება.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC