კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობაზე არსებული შეზღუდვა იხსნება

17 ნოემბერი, 2010
ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობაზე არსებული შეზღუდვა იხსნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში შედის.

დღეს მოქმედი ნორმით, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში აკრძალულია ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ისტორიულად არ ყოფილა განაშენიანებული.

კანონში ცვლილებების პროექტით კი, რეგიონებში შესაბამის ორგანოს, თბილისში კი მერიას, მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლება ეძლევა. თუმცა, თბილისის მერიაში ამ მიზნით სპეციალური სათათბირო ორგანო უნდა შეიქმნას, რომელშიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შევლენ და ნებართვას საფუძვლად ამ ორგანოს დასკვნა უნდა დაედოს.

ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა არის ტერიტორია, სადაც გამოვლენილია ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა უძრავი ობიექტების დიდი კონცენტრაცია, ავთენტიკური სახით შენარჩუნებული ქუჩათა ქსელი, განაშენიანება, გეგმარებითი სტუქტურა და მორფოლოგია.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები ანდრო ალავიძე, ზვიად კუკავა და ლაშა თორდია არიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები