კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები გიორგობის აღსანიშნავად საინგილოში ვერ გადავიდნენ

24 ნოემბერი, 2010
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები გიორგობის აღსანიშნავად საინგილოში ვერ გადავიდნენ. როგორც მათ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, საინგილოში გადასვლას დილიდან ცდილობდნენ, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა მათ მდინარე ალაზანზე გადებულ ხიდზე გადასვლის უფლება არ მისცეს.

„ლაგოდეხიდან მოუარეთო, გვითხრეს. ლაგოდეხიდან ძალიან შორს არის და ვერ შევძლებთ იქიდან სიარულს. კახში ოჯახის წევრები გვყვავს, ნათესავები, მიცვალებულები. გვაიძულებენ, რომ ურთიერთობები საერთოდ გავწყვიტოთ“, - აღნიშნეს სამთაწყაროში მცხოვრებმა ინგილოებმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი სამთაწყარო მუღანლოს ხიდი გაუმართაობის მიზეზით ერთი თვის წინ ჩაიკეტა


კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები