19:52, Friday, 30.09.2016
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საჯარო სკოლების დირექციებს დაევალათ, მასწავლებლების პროფკავშირებში გაწევრიანების პროცესი კანონმდებლობას შეუსაბამონ

01.12.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს საჯარო სკოლების დირექციებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ პროფესიულ კავშირებში მონაწილეობისა და მათ შორის საწევრო გადასახადების გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა.

შესაბამისი განცხადება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლის ხელფასიდან რომელიმე პროფკავშირს გადაურიცხოს საწევრო გადასახადი, უნდა არსებობდეს მასწავლებლის წერილობითი თანხმობა და სკოლასა და პროფკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. კერძოდ, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, პროფკავშირის წევრ მუშაკთა პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად გადარიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანებს პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად“.

აქედან გამომდინარე, სამინისტროს განცხადებით, ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც ხორციელდება აღნიშნული მოთხოვნების დაცვის გარეშე, წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და მასწავლებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ხელყოფს.

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-12 და მე-14 პუნქტების თანახმად, პროფკავშირის წევრი არის ფიზიკური პირი (მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება) პროფკავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში, ხოლო კოლექტიური ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულებას დამსაქმებელს, საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებასა და პროფესიული კავშირის ორგანიზაციას შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს.

„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროფესიული კავშირი არის ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მასწავლებლის, ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქის, საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანება. კერძოდ, 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.

აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიიჩნევს, რომ თითოეული მასწავლებელი დამოუკიდებელია და საკუთარი ნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიულ კავშირში გაერთიანების შესახებ. შესაბამისად, ნებისმიერი საწევრო შენატანების გადარიცხვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მასწავლებლის სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში ნებაყოფლობითობის პრინციპის სრული დაცვით.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის იქნება მასწავლებელთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი, საქართველოს კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესაბამისად.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორია წინასაარჩევნო გარემო?
სამართლიანი არასამართლიანი მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

უიმედოთა სოფელი
სამკურნალო წყლის - „ძუღურის“ შესახებ პირველად რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავიგეთ, რომ „ძუღურის წყალი“ ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან იყიდებოდა. იქიდან დაიწყო
ვრცლად...
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2016 HRIDC