კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდული მოძრაობის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

2 დეკემბერი, 2010
ახალგაზრდული ორგანიზაციის „მამული, ენა, სარწმუნოება“ წევრები აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდათ.

როგორც ორგანიზაციის წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, ორგანიზაციის შვიდივე წარმომადგენელი პატრულის თანამშრომლებმა 30 ნოემბერს უსაფუძვლოდ დააკავეს. მისი განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ შენობაზე, რომელშიც კერძო ორგანიზაციებია, ე.წ. სტიკერებს აკრავდნენ, როცა მათთან პატრული მივიდა. სადღობელაშვილის განმარტებით, პატრული კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებმა გამოიძახეს.

„სწორედ ამ დროს დაგვაკავეს ორგანიზაციის შვიდივე წევრი, მათ შორის - ორი არასრულწლოვანი. იყვნენ ისეთებიც, ვინც პლაკატების გაკვრაში მონაწილეობას არ იღებდნენ, ერთი ფოტოებს გვიღებდა, მეორეს კი პლაკატები ჩანთით მოჰქონდა“, - განაცხადა სადღობელაშვილმა.

სადღობელაშვილის განმარტებით, დაკავების დროს მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პატრულმა  მათი ორგანიზაციის წევრს ლევან კოჭლოშვილს აქეთ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მას დაზიანებები აღენიშნება.

მისივე ცნობით, მანამდე ისინი ვაკის პარკთან პატრულმა გააფრთხილა, რომ პლაკატები არ გაეკრათ, თუმცა ე.წ. სტიკერების გაკვრა მაინც გააგრძელეს.

ორგანიზაციის „მამული, ენა, სარწმუნოება“ 7 წევრს ლადო სადღობელაშვილს, მიხეილ კაჭკაჭიშვილს, კუკური ბარამიძეს, ლევან კოჭლოშვილს, მარიამ სუხიშვილს, გიორგი ფარესაშვილს და დავით ჯიბღაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 400-ლარიანი ადმინისტრაცული ჯარიმა შეუფარდა.

ისინი პოლიციისათვის წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის გაწევის ბრალდებით ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები