კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებების კვირეული გრძელდება

9 დეკემბერი, 2010
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ორგანიზებით 6 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ხუთი დოკუმენტური ფილმი, ადამიანის უფლებების შესახებ და მოეწყობა დისკუსიები.

კვირეულის  ფარგლებში ნაჩვენები პირველი ფილმი The Reckoning სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეეხებოდა.

7 დეკემბერს ნაჩვენები ფილმი shooting under fire კი, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე  მომუშავე რეპორტიორებზე მოგვითხრობდა. ფილმში ფოტორეპორტიორები  საუბრობდნენ იმ მძიმე პირობებსა და სირთულეებზე, რისი გადალახვაც მათ უშუალო საომარი მოქმედებების დროს მუშაობისას უწევთ. 

ფილმის ბოლოს გაიმართა დისკუსია , რომელსაც მოდერირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გიორგი კუპატაძე უწევდა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმაც. მოწვეულმა სტუმარმა ფოტორეპორტიორმა ზურა ქურციკიძემ კი, ახალგაზრდებს საომარი მოქმედებების დროს მუშაობის გამოცდილებაც გაუზიარა.

„ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდობა იყო. ამ კვირეულის ჩატარების მიზანი სწორედ  ახალ თაობაში ცნობიერების ამაღლებაა“, - აღნიშნა „ადამიანის უფლებათა სახლის“ თბილისის კოორდინატორმა, ნინო ღვედაშვილმა.

ადამიანის უფლებათა კვირეული 10 დეკემბერს დაიხურება ფილმით „ომი დასრულდა“, რომელსაც მოდერირებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი გაუწევს. იქამდე კი, კიდევ ორი ფილმის ჩვენება გაიმართება (The Return და Books not Bars).

სალომე აჩბა

ახალი ამბები