კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუნტი ეკა ხერხეულიძის ძმის ავტოსადგურში

22 დეკემბერი, 2010

21 დეკემბერს ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მოვაჭრე პირებმა სადგურის დირექტორის კაბინეტის კედელი შეანგრიეს. მანამდე მათ სადგურის დირექციამ სავაჭრო ადგილების გათავისუფლება წერილობით მოსთხოვა. 2011 წლის 1 იანვრიდან ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მყოფმა 56 მოიჯარემ დაკავებული ფართი უნდა გაათავისუფლოს. 

მოვაჭრეებს სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშის აქვთ. ამის გამო ისინი დირექტორთან შეხვედრას და მათი საკითხის დეტალურად განხილვას ითხოვდნენ. თუმცა, დირექციიდან მათთან საუბარი არავინ ისურვა. ამის შემდეგ მოვაჭრეებმა დირექტორის კაბინეტის კედელი შეანგრიეს. მოვაჭრეები შიშობენ, რომ ავტოსადგურიდან გასვლის შემდეგ უკან ვეღარ დაბრუნდებიან და უმუშევარი დარჩებიან.

„ერთი სიტყვითაც არაფერს დაგვპირდა მოვაჭრეებს. სხვაგან, ვინც შეიძინა ტერიტორია, ისევ ასაქმებს იქაურ მოვაჭრებს. ამდენი უმუშევარი ხალხი სად წავიდეთ? ცალკე, ბანკის ვალები გვაქვს“, - ამბობდნენ მოიჯარეები.

დირექცია კი მიზეზად შენობის რეაბილიტაციის დაწყებას ასახელებს.  მოვაჭრეები ახალ ხელმძღვანელს რემონტის ეტაპორივად განხორციელებას სთავაზობენ.

ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორია და შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წელს გაასხვისა. მისი ამჟამინდელი მფლობელები იაშა ელიგულა და საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ხერხეულიძის ძმა, კახა ხერხეულიძე არიან.

მომხდარის შესახებ კომენტარი იაშა ელიგულამ მოგვიანებით გააკეთა. როგორც მან აღნიშნა ავტოსადგურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა მაინც დაიწყება. ფართების იჯარით გაცემისას კი უპირატესობა აქ დასაქმებულ პირებს მიენიჭებათ. ხელმძღვანელი მომავალში საგადასახადო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს.

ამჟამად, ბათუმის ავტოსადგურის შენობაში 56 მოიჯარე და 600-მდე პირია დასაქმებული.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები