საგადასახადო ორგანოებს ფარული თვალთვალი სასამართლოს თანხმობის გარეშეც შეეძლებათ
24 დეკემბერი, 2010
საგადასახადო ორგანოებს ფარული თვალთვალი სასამართლოს თანხმობის გარეშეც შეეძლებათ. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება 2011 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
როგორც საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნავენ, გადაწყვეტილების საფუძველი დანაშაულის აღმოფხვრაა, რადგან პრაქტიკაში მოსამართლისთვის მიმართვის დრო არ რჩება ხოლმე და ეს საქმეს აზარალებს.
საკანონმდებლო ცვლილების ავტორთა აზრით, მოსამართლის თანხმობის გარეშე ფარული კამერის დამონტაჟება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციისა და გონივრული ეჭვის საფუძველზე უნდა იყოს შესაძლებელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გადაწყვეტილების ერთ-ერთმა ინიციატორმა დეპუტატმა გიორგი გოდაბრელიძემ განუმარტა, ქრონომეტრაჟის დროს სარდაფში კამერის დაყენება არასწორია, მაგრამ თუ ვიღაცას აქვს ოპერატიული ინფორმაცია, მაშინ ამის გამოყენება უნდა შეეძლოს.
ასეთი ოპერატიული ინფორმაციის მაგალითად გოდაბრელიძემ საბაჟოზე არაკანონიერი ტვირთის გასვლის შესახებ ცნობა დაასახელა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მოსამართლის ნებართვის აღებამდე, დრო გადის.
„მე შემიძლია, ტვირთი გავაჩერო, მაგრამ კამერას თუ დავუყენებ, შეიძლება სხვა პირზეც გავიდე და უფრო მეტი დანაშაული აღვკვეთო, ვიდრე ამ უკანონო ტვირთის ადგილზე დაკავებაა“, - დასძინა გოდაბრელიძემ.
ინტერპრესნიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023