კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაზეთი „თვითმმართველობა“ გამოსცა

27 დეკემბერი, 2010
ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტ „სამოქალაქო საბჭოების“ ფარგლებში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება, გაზეთი „თვითმმართველობა“ გამოსცა. გაზეთი 10 000 ტირაჟით დაიბეჭდა და ახმეტის და ყვარლის რაიონების სოფლებში უფასოდ გავრცელდება.

პროექტის კოორდინატორის ლია ხუროშვილის განცხადებით, რეგიონებში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეები ფაქტობრივად არ მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოები მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. „გაზეთში მოცემულია ინფორმაცია ხალხისთვის გასაგებ ენაზე, როგორ უნდა ჩაერთონ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში, რა მნიშვნელობა აქვს საკრებულოს მუშაობაში ჩართვას, რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მოქალაქეებს. გაზეთი მკითხველს აწვდის რჩევებს, როგორ შეიძლება მოიპოვონ მათთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია და ა.შ“, - ამბობს ლია ხუროშვილი.

პროექტი 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში მოხდა ახმეტის და ყვარლის რაიონების სოფლებში პრობლემების იდენტიფიცირება, 80-მდე ახალგაზრდას ჩაუტარდება ტრენინგი, რის შემდეგაც „სამოქალაქო საბჭოები“ შეიქმნება, რომლებიც თვითმმართველობის ორგანოებათან ერთად აქტიურად იმუშავებენ სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები