კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრების ცემის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ მაღალჩინოსანს 5 თვეში მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის სფერო ჩააბარეს

13 იანვარი, 2011
გლდანის სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი გიორგი ბუთლიაშვილი, რომელიც ხუთი თვის წინ თანამდებობიდან პატიმრების მიმართ ღირსებისშემლახველი მოპყრობის გამო გაათავისუფლეს, #8 საპატიმროს სოციალური სამსახურის უფროსად დანიშნეს.

ამის შესახებ "პირWელს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

მისივე თქმით, ბუთლიაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ განხორციელებულ "წმენდაში" პატიმრების საჩივრების გახშირების შემდეგ მოჰყვა, რომელშიც საპატიმროს დირექტორის მხრიდან წამებასა და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე იყო საუბარი.

მომჩივანებს შორის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდიაც ფიგურირებდა.

"სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა მაშინ თანამდებობებიდან ბუთლიაშვილი და კიდევ ორი დაწესებულების დირექტორები - მელაძე და არაქელოვი გაათავისუფლა, ბუთლიაშვილის მოადგილე კი, რომელსაც პატიმრები უშუალოდ ადებდნენ ხელს, სამინისტროში უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს. აღნიშნული წმენდა სამინისტრომ საკადრო ცვლელებებად მონათლა და რეალური მიზეზები არ გაახმაურა",- აცხადებს წყარო და დაქსძენს, რომ პატიმართა უფლებების ხელყოფის ბრალდებით თანამდებობიდან გათავისუფლებული ბუთლიაშვილი დეკემბრის ბოლოს სახელმწიფო სამსახურში გაუგებარი მიზეზებით დააბრუნეს.

"ადამიანი, რომელსაც პოსტი პატიმართა წამების გამო დაატოვებინეს, ხუთი თვის შემდეგ #8 საპყრობილეში სოციალური სამსახურის ხელმძღვანელად, ანუ იმ ადამიანად დაინიშნა, რომლის კომპეტენციაში სწორედ პატიმართა უფლებების დაცვა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება შედის",- განმარტავს წყარო. 

რაც შეეხება ცხვედიანს, ის მიმდინარე წლის დასაწყისში გლდანის სამკურნალო დაწესებულების დირექტორად დაინიშნა.

წყაროს ცნობით, ცხვედიანი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და ზეწოლას იმ პატიმრებზე ახორციელებს, რომელთაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში აქვთ შეტანილი. მათ შორის არიან ზაურ ყვარელაშვილი და ზურაბ ბოსტოღანაშვილი, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფებიან, თუმცა მათ, როგორც წყარო ამტკიცებს, არანაირი მკურნალობა არ უტარდებათ და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ უწევთ ყოფნა.

მისივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყვარელაშვილმა საჩივრით საქართველოს წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლევან მესხორაძეს არაერთხელ მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები