კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში სათნოების სახლებმა დროებით მუშაობა შეწყვიტეს

14 იანვარი, 2011
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულმა ორივე სათნოების სახლმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. უკვე რამდენიმე დღეა 160 სოციალურად გაჭირვებული ადამიანი სათნოების სახლებიდან საკვებს ვეღარ იღებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ზაქარია იაგანაშვილმა განუცხადა, გამგეობა მომავალ კვირაში ტენდერს გამოაცხადებს და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე, ორივე სათნოების სახლი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

„სათნოების სახლების დაკეტვა დიდხანს არ გაგრძელდება. ისინი მუშაობას დაახლოებით თვის ბოლოს გააგრძელებენ. 2010 წელს, ორივე სათნოების სახლის ბენეფიციარების კვებისთვის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი იყო გამოყოფილი“, - განაცხადა ზაქარია იაგანაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები