კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ებრაელი ბიზნესმენების სასამართლო პროცესი ხვალ გაგრძელდება

17 იანვარი, 2011
ებრაელი ბიზნესმენების რონ ფუქსის და ზეევ ფრენკელის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს განახლდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მოსმენა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნებით გაგრძელდება, რომელიც წინა სასამართლო სხდომაზე დაიწყო.

წინა სხდომაზე მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა არ დააკმაყოფილა ფუქსისა და ფრენკელის ადვოკატების შუამდგომლობა ნიკა გილაურის, კახა ბაინდურაშვილის და თინა ბურჯალიანის დაკითხვასთან დაკავშირებით.

ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული პირების დაკითხვა, ვინაიდან ისინი დანაშაულის პროვოცირებაში მონაწილეობდნენ. ადვოკატის განმარტებით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გეგმა შეიმუშავეს, რომლითაც განზრახული იყო ებრაელი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოყვანა და მათი დაკავება. ადვოკატის განმარტებით, ებრაელი ბიზნესმენების სასარგებლოდ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობას 98 მილიონზე მეტი დოლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხის გადახდა საქართველოს მთავრობას არ სურდა.

ფუქსი და ფრენკელი დანაშაულს არ აღიარებენ. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

მათ ინტერესებს ორი ქართველი ადვოკატი, არჩილ კბილაშვილი და გიორგი ყავლაშვილი და ერთი ებრაელი ადვოკატი, მორდეჩაი ტვიზინი იცავენ. პროცესს აკვირდებიან ამერიკის და ისრაელის საელჩოების თანამშრომლები. წინა პროცესზე ისრაელის ელჩი იცხაკ გერბერგიც იმყოფებოდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ისრაელის ორი მოქალაქე - რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს ქრთამის სახით 7 მილიონი დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ საქართვლოს ხელისუფლებას არ გაესაჩივრებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებდა ფუქსისა და ფრენკელის სასარგებლოდ 98 მილიონი დოლარის გადახდას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები