კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თედო ჯაფარიძეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური პასპორტის გაუუქმა და „ტექნიკურ არალეგალად“ აქცია

20 იანვარი, 2011
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თედო ჯაფარიძე ქართული მხარის მიერ დიპლომატიური პასპორტის გაუქმებას ტრაგიკომიკურ ფაქტს უწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბისეკ-თან არსებული შავის ზღვის საერთაშორისო კვლევის ცენტრის ტექნიკურმა დირექტორმა, თედო ჯაფარიძემ განუცხადა, ქართულმა მხარემ პასპორტების გაუქმების შესახებ საგანგებო ნოტები ბისეკ-ის წევრ ქვეყნებში 2010 წლის 31 დეკემბერს დააგზავნა.

„ტრაგიკომიკურია ეს ყველაფერი. საქართველოს საგარეო უწყებამ მე და ჩემს მეუღლეს დიპლომატიური პასპორტი 31 დეკემბერს გაგვიუქმა და ახლა საბერძნეთში ტექნიკურად არალეგალის სტატუსით ვიმყოფებით. ამის თაობაზე საგარეო უწყებამ დააგზავნა ნოტა ბისე-კის ყველა ქვეყანაში. მართალი გითხრათ, არ ვიცი ამის ზუსტი მიზეზი რა არის. ჩემთან არავის დაურეკავს საგარეო უწყებიდან“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ პასპორტების გაუქმება საგარეო უწყების მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია.

„ჯერ იყო და „ტელეიმედმა“ ნახევრად პასკვილური სიუჟეტი მოამზადა ჩემზე, რუსული გავლენის ქართველ დიპლომატად გამომაცხადა. მერე ქალბატონმა ნინო კალანდაძემ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი სამეცნიერო „ბეგრაუნდი“ დაიწუნა. ბოლოს იყო ამ პასპორტების გაუქმებაც. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომ ჯარაფიძე აქ მაისამდე ვერ გაჩერდეს, ვაწუწუნოთ, ვაწრუწუნოთ და იქნებ, თებერვალშივე გავაგდოთ აქედანო. ეს არის ლოგიკა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

საქართველოს მთავრობამ 2010 წლის შემდგომაზე ბისეკ-თან არსებული შავი ზღვის საერთაშორისო კვლევის ცენტრის (ISBSS) ტექნიკურ დირექტორად თედო ჯაფარიძის კანდიდატურაზე უარი თქვა. ამის მიზეზად საგარეო უწყებამ ის დაასახელა, რომ საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სამეცნიერო წარსული არა აქვს.
ოფიციალური თბილისის დამოკიდებულებისა და პროტესტის მიუხედავად, საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორატმა ჯაფარიძეს დირექტორობის ვადა 2011 წლის მაისამდე გაუხანგრძლივა. "ინტერპრესნიუსი" თედო ჯაფარიძესთან ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ.

ამასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები