კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი ფოცხოეწერში გადასახლებულ დევნილებს მათი უფლებებისთვის ბრძოლას დაპირდა

20 იანვარი, 2011
„ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახები მოინახულა.
 
 პარტიის პრესსამსახურის ცნობით, აფხაზეთიდან დევნილი 18 ოჯახი ხელისუფლებამ 2010 წლის სექტემბერ - ოქტომბერში იძულებით და მოტყუებით გადაასახლა. ისინი იქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

გაწბილებული დევნილები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი და მაღაზია, გადაუჭრელ პრობლემად იქცა ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება. გარდა ამისა, სოფელი დიდი მანძილით არის დაშორებული სხვა დასახლებულ პუნქტებს და უტრანსპორტობის გამო, დევნილები გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არიან.

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ასევე აღინიშნა, რომ დევნილები თბილისში დასაქმებულები იყვნენ და, ასე თუ ისე, ახერხებდნენ ოჯახების შენახვას. ფოცხოეწერში კი ამის შესაძლებლობა არა აქვთ. მიზერული დახმარებით, რომელსაც ხელისუფლება იმეტებს, ბავშვების კვების და გათბობის პრობლემასაც ვერ წყვეტენ.

დევნილები თბილისში დაბრუნებას მოითხოვენ, სადაც თითქმის 20 წელი ცხოვრობდნენ და გარემოსთან ადაპტირებულები იყვნენ.

სოზარ სუბარი დევნილებს დაპირდა, რომ „ქართული პარტია“ ბოლომდე იბრძოლებს მათი უფლებების დასაცავად და იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრონ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა პარტიამ“ დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია - „მე დევნილი ვარ“, რომლის მიზანი თითოეული დევნილის უფლებების დაცვაა. „ხელისუფლების არასწორი და ხშირად დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად საკუთარი სახლებიდან გამოძევებული ადამიანები, უკვე მერამდენედ იქცნენ დევნილებად. ტერმინები „განსახლება“ და „გადასახლება“ ამ ხელისუფლებისთვის სინონიმებად იქცა“, - აცხადებენ პარტიაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები