კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ დაინახეს პოლიციელმა როგორ სცემა დევნილი

24 იანვარი, 2011

თბილისში, ჩხეიძის ქ. #8-ში, დევნილების გამოსახლების დროს პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობს, კოდორიდან დევნილი, 65 წლის იური სვანიძე სცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა აცნობეს. ისინი პროცესს დილიდან აკვირდებიან.

მათი განცხადებით, თავად შეესწრნენ ინციდენტს, რომელიც მოხდა ჩხეიძის #8-ში.

სვანიძე შენობაში შესვლას ცდილობდა, წარმოუდგინა საბუთი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ობიექტზე ცხოვრობდა, პოლიციელები კი მაინც არ უშვებდნენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

გამოსახლება აღნიშნულ ობიექტზე 24 იანვარს დილიდან დაიწყო და 80-მდე ოჯახი გამოასახლეს.

დევნილის ცემის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჩხეიძის #8-ში მდებარე შენობიდან დევნილების გამოსახლებისას პოლიციის მიერ ერთი დევნილის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს დეზინფორმაციაა. დევნილთა განსახლების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ და ამით სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები