კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი აღიარებს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასები დაუშვებლად მაღალია

26 იანვარი, 2011

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასები დაუშვებლად მაღალია.

სატელევიზო პროექტში „ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი“ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასები დღესაც დაუშვებლად მაღალია და რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უნდა გამოსწორდეს. მისივე თქმით, ადრეც, საქართველოში წამლები დიდხანს იყო გაძვირებული, შარშან კი ხელისუფლებამ ფასები შეაკავა.

პრეზიდენტის განცხადებით, სიტუაციას ადრე მონოპოლისტები მართავდნენ, ახლა კი ცალკე სააფთიაქო ქსელი შეიქმნა და ერთი და იგივეს ხელში აღარ არის აფთიაქები.

მიხეილ სააკაშვილმა მედიკამენტების ფასებზე საუბრისას აფთიაქებში ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაყენებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის გამო ზოგმა „წუწუნი“ ატეხა, წამლები გაძვირდებაო. მაგრამ, პრეზიდენტის მტკიცებით, ეს ფასებს არ გააძვირებს.

ამასთან, სატელევიზიო პროექტში „ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი“ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაზღვევა საქართველოში საკმაოდ პრობლემატურია, რადგან არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. კერძოდ, არ ფარავს ქრონიკულ დაავადებებს, არ ფარავს წინასწარ შემოწმებას და ა.შ.

პრეზიდენტის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიები უნდა გაძლიერდნენ, უნდა გაიაფდეს მომსახურება და გაიზარდოს იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ.

ამ მიზნების მიღწევას პრეზიდენტი 2-3 წელიწადში ვარაუდობს. თუმცა, მიხეილ სააკაშვილი იმასაც ამბობს, რომ სადაზღვევო ფირმების მოგების მარჟა დაუშვებლად მაღალია, რასაც სერიოზული რეგულაცია სჭირდება. პრეზიდენტს რეგულაციის მექანიზმები არ დაუკონკრეტებია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები