19:19, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სამარშრუტო ტაქსებისათვის გამოცხადებული ტენდერი - სკანდალური ინფორმაცია

28.01.2011

ალექსი ბეჟანიშვილი

საქართველოს რესპუბლიკური პარტია თბილისის საკრებულოს წევრის, თინათინ ხიდაშელზე დაყრდნობით ავრცელებს სკანდალურ დეტალებს თბილისში სამარშრუტო ტაქსებისათვის გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით.

პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ტენდერში მონაწილეთა დოკუმენტაცია შეისწავლა. ამის თაობაზე იგი განცხადებას ავრცელებს: "რესპუბლიკელები შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ მიუხედავად მრავალი დაპირებისა თბილისში ტრანსპორტის სფეროში გამოცხადებული ტენდერის შედეგების შესახებ საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული. ჩვენ დღეს კიდევ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ ის, რასაც ამ ტენდერის გამოცხადებამდეც ვამბობდით:

არსებობს მაღალი საფრთხე, რომ თბილისის სატრანსპორტო სფეროში გაჩნდეს ერთპიროვნული მონოპოლისტი;

არსებობს მაღალი საფრთხე, რომ ამ სფეროდან მცირე მეწარმეები საერთოდ განიდევნებიან და ასეულობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება;

არსებობს მაღალი ალბათობა, რომ აღნიშნული „რეფორმა“ ქ. თბილისის მერის და მასთან დაახლოებული პირების ფინანსურ ინტერესებს ემსახურება.

რამდენიმედღიანი კვლევის შედეგად ჩვენთვის ცნობილი გახდა თბილისის 5-ვე ლოტზე პრეტენდენტი კომპანიების შესახებ მთელი რიგი დეტალები, რომელიც, ვფიქრობთ, საყურადღებოა და შედეგების გამოცხადებამდე საზოგადოებამ უნდა იცოდეს:

1. როგორც მოსალოდნელი იყო, რაიმე განსაკუთრებული კონკურენცია არ გვაქვს და დოკუმენტებში არც იმ ათასობით ადამიანის ინტერესები ჩანს, ვინც დღემდე ტრანსპორტის სფეროში მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.

2. მერიის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით 5 ლოტზე სულ 8 კომპანიის განაცხადია შესული, მათ შორის, კომპანია „თბილ ლაინს“ 2 ლოტზე აქვს მიმართული. 5-დან 2 შემთხვევაში (ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის ლოტები) მხოლოდ ერთი ფირმის განაცხადია შესული.

3. ყველა კომპანია, გარდა ერთისა, დეკემბრის შუა რიცხვებში სპეციალურად ამ ტენდერში მონაწილეობის მიზნით არის შეიქმნილი, ხოლო მათი წესდებების უდიდეს უმრავლესობაში მითითებულია, რომ „კომპანიის კაპიტალი შეადგენს 100 ლარს“.

4. კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ბევრ ეჭვს აჩენს, რის შესახებაც საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ქონდეს. მაგალითისათვის განვიხილოთ სამი კომპანია „ფაბლიქ ქარ“, „თბილ ქარ” და „თბილ ლაინი“:

4.1. სამივე კომპანია დაფუძნებულია სპეციალურად ამ კონკურსისათვის, მათ შორის ორი ერთსა და იმავე დროს - 17 დეკემბერს. ამ ორ კომპანიას საჯარო რეესტრის მოსაკრებელი გადახდილი აქვს 5 წუთის სხვაობით: 17 დეკემბერს 16:14 სთ და 16:19 სთ. ასევე, 5 წუთის სხვაობით აქვთ განცხადებები წარდგენილი საჯარო რეესტრში, 17 დეკემბერს: 16:21 სთ და 16:26 სთ.

4.2.სამივე კომპანიის წესდება სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ერთმანეთს ერთადერთი გამონაკლისით - ხელმომწერის გვარი და სახელი არის შეცვლილი.

4.3.სამივე კომპანიის დოკუმენტები დამოწმებულია ერთი და იმავე ნოტარიუსის, ქალბატონ ნ. გინტურის მიერ.

4.4.სამივე კომპანიას თითო თითო დამფუძნებელი და, შესაბამისად, პარტნიორი ყავს, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებებს კომპანიის საკითხებზე.
4.5.სამივე კომპანიის კაპიტალი 100 ლარს შეადგენს და არავითარი მინიშნებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ კიდევ რაიმე ქონებას ფლობენ.

4.6. და ყველაზე საინტერესო - სამივე კომპანიის საბუთებში დევს დოკუმენტი, რომლის შესაბამისადაც თბილისში, სანაპიროს ქ. #3-შ მდებარე რესტორანი „ძველი სახლი“ აძლევთ თანხმობას საოფისე ფართის გამოყოფაზე. მოგვიანებით, ერთ შემთხვევაში ეს დოკუმენტი შეცვლილია და უკვე სხვა რესტორნის - „ქალაქურის“ - დირექტორის ხელმოწერილი დოკუმენტი ჩნდება კომპანიისათვის ფაბლიქ ქარ“ ფართის გამოყოფაზე.

„დღეს მხოლოდ ამ ფაქტებზე მოგახსენებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი სატენდერო კომისიის წევრების ყურადღებასაც მიიპყრობს. დანარჩენზე ტენდერის შედეგების გამოცხადების შემდეგ ვისაუბრებთ“.

წყარო: http://republicans.ge/index.php?module=A-newsletter&func=display&sid=2303

http://republicans.ge/index.php?module=A-newsletter&func=display&sid=2309

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC