კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი დემეტრაძეს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება

31 იანვარი, 2011

ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გიორგი დემეტრაძეს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. დემეტრაძის საქმე ამ ეტაპზე საქალაქო სასამართლოში კამათის სტადიაშია. მოწმეთა დაკითხვა დასრულდა, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობები მოწმეთა დაკითხვის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„იმის დასამტკიცებლად, რომ ქურდულ სამყაროსთან დემეტრაძეს კავშირი არ ჰქონია, რამდენიმე მეზობელის დაკითხვის შუამდგომლობა დავაყენეთ, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. აქვე მინდა დავძინო, რომ პროკურატურის მიერ იგივე მოტივით დაყენებული მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლომ დადებითად გადაწყვიტა. რა გარემოებებით იხელმძღვანელა ამ დროს მოსამართლემ, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, - ამბობს დემეტრაძის ადვოკატი, გიგი ზირაქაშვილი.

მისივე თქით, ბოლო პროცესზე განსასჯელები დაიკითხნენ, მათ შორის - დემეტრაძეც. ისინი წაყენებულ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ: „დემეტრაძისთვის მისი პატიმრობაში ყოფნა ამ დრომდე გაუგებარია. სასამართლო პროცესზე იგი ხუმრობის ხასიათზე დადგა და მოსამართლესა და პროკურორს მიმართა: თუ ფეხბურთზე გინდათ რამე მკითხოთ, მზად ვარ, გემსახუროთ, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით კი საქმის კურსში არა ვარ“. მან ასევე აღნიშნა: „თუ იმას მედავებით, რომ მამაჩემის მეგობრის შვილი, ვადაზე ადრე პატიმრობიდან გათავისუფლებული ვატო ყოფიანი შევიფარე, ეს სხვა საკითხია და იქნებ ისიც მითხრათ, პატიმრობიდან რატომ გაათავისუფლეთო“.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს დემეტრაძის საქმეში რეალური მტკიცებულებები არ მოეპოვება და თავისუფალი სასამართლოს პირობებში მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, ასევე დავით გაგნიძე და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი კახა მისირელი „ქურდული ტრადიციების მიმდევრობის“ ბრალდებით მიმდინარე წლის 9 ივლისს დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებიდან რამდენიმე დღეში მისირელი პატიმრობიდან სამედიცინო ცნობის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ადვოკატების ინფორმაციით, დემეტრაძისა და მისირელის საქმეები გაგნიძისა და ფეიქრიშვილის საქმეებს გამოეყო. აღნიშნულის მიზეზად გამოძიებამ მისირელის წინააღმდეგ დამატებითი საგამოძიებო ქმედებების განხორციელება დაასახელა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები