კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანდატურის მომსახურების საფასურს მინისტრი დაადგენს

3 თებერვალი, 2011
მანდატურის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურს, სავარაუდოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაადგენს.

ეს უფლება მინისტრს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით ენიჭება, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, სკოლა ვალდებული ხდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან მომსახურების ხელშეკრულება გააფორმოს.

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სკოლა მანდატურის მომსახურებისთვის საფასურს გადაიხდის.

ამავე ცვლილებების მიხედვით, მანდატურის სამსახური იმუშავებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებლებში, შესაბამისად, სკოლის მანდატურის სამსახურს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ერქმევა.

კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა და მისი განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები