კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დააკავეს სუბსიდიების სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები

14 თებერვალი, 2011

ინტერპრესნიუსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლები დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ ლობჟანიძე, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა წიქარიშვილი, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მამუკა შალამბერიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი თეიმურაზ გოგოლაძე, ამავე სამსახურის სოციალური აგენტები - მამუკა ბოკერია და ალექსანდრე შავლაყაძე, სადაზღვევო კომპანია "ალფას" სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ამბროლიანი, სახელმწიფო პროგრამების მენეჯერი გივი წულეისკირი და ჰოსპიტალურ კლინიკებთან ურთიერთობის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ილია ხომერიკი, სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" პროექტების განვითარების მენეჯერი რატი ნოდია, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი სი აის" საცალო გაყიდვების განყოფილების სახელმწიფო პროგრამების განყოფილების უფროსი ივანე კახიძე, სადაზღვევო კომპანია "იმედი-ელის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჩიხლაძე, სადაზღვევო კომპანია "ირაოს" რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსი ივანე მელიქიშვილი, სადაზღვევო კომპანია "აი-სი ჯგუფის" სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ყოფილი სამედიცინო მენეჯერი მაია ცანავა და სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ სახელმწიფო სოციალური პროგრამების მენეჯერი თეიმურაზ ჩიხლაძე.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც მიითვისეს 5 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

გამოძიებით ასევე ამტკიცებს, რომ სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ამბროლიანმა და სახელმწიფო პროგრამების მენეჯერმა გივი წულეისკირმა საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებისას, სადაზღვევო კომპანია „ალფას“ დაკითხულ თანამშრომლებზე ზემოქმედების მიზნით, განახორციელეს მუქარა და მოსთხოვეს, რომ საგამოძიებო სამსახურისათვის დაემალათ მათთვის ცნობილი ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების დაგვიანებით დარიგების თაობაზე.

წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 332-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სადაზღვევო კომპანიები 15:00 საათამდე მხოლოდ იმ ინფორმაციას ადასტურებენ, რომ კომპანიებში შემოსავლების სამსახური მუშაობს. კომპანიები არ ადასტურებდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შემოწმებას პროკურატურაც ახორციელებს. ასევე, კომპანიებში არ ფლობდნენ ინფორმაციას თანამშრომლების დაკავების შესახებ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაში განუცხადეს, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებთან მიმართებაში, მიმდინარეობს გეგმიური შემოწმება.

„ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ველოდებით 15:00 საათს", - განაცხადეს  „იმედი L“-ში.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემების თანახმად, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამიდან 2008-2010 წლებში კომპანიების მოგების მარჟამ 60%-ს გადააჭარბა.

საქართველოს კონტროლის პალატა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის მართვაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს.

ახალი ამბები